გიორგი

    მე ირონიას ცოლად გავყევი და სარკაზმის ქმარი ვარ… დავიბადე ღამით, მაგრამ დღისითაც მიტირია… (ვაჟკაცურ ტირილს, რომ ეძახიან ჩვენში) ბათუმში დავიბად-გავიზარდე, სამაგიეროდ ცურვა ბორჯომში ვისწავლე, აუზში… მერე ერთი სული მქონდა ბათუმში, როდის ჩავიდოდი და ზღვაზეც ვცდიდი ბედსაც და ცურვასაც… დედაჩემსაც იმ დღეს ერთი სული ქონდა, როდის მნახავდა, რომ კარგა გემრიელად ვეცემე, როგორც მინიმუმ სიტყვებით….. ( აუზზე ისე წავედი არც გამიფრთხილებია, 8-9 წლის თუ ვიქნებოდი და თანაც დიდი ხნით შევყოვნდი, დედაჩემს კიდე მთელი ბორჯომი გადაუტრიალებია ჩემს ძებნაში.)

     სკოლის დამთავრებისას მივხვდი, რომ თურმე ახლა დამიმთავრებია პირველი კლასის პირველი სემესტრი, ანუ მე-3 კურსზე ვარ და მე-9 კლასს მხოლოდ ახლა ვასრულებ.. (ცოტათი ამოვქაჩე.)

     ვარ ეგოისტი და ეგოიზმს მარად ჯიბით დავატარებ, მცირე სამიჯნურო სპაზმის შემთხვევაში, აეროზოლივით შევიშხურებ და მარტივად რომ ვთქვათ: „ეგ არი რა!“ (ლუდი მაქვს დალეული ლიტრობით და თუ ვინმეს ეჩქარება, ჩემი მიკრო-ბიოგრაფიის ორგაზმს ნუ დაელოდება….)   მიყვარს ბულგარული და არ ვარ ვულგარული!

     მიყვარს ლიტერატურა, მუსიკა, მოგზაურობა, სექსი და თავისუფლება.. ზოგჯერ ექსტრიმიც, სასურველია მსგავსი პარტნიორი მყავდეს… ნუ პირველი ხუთი ძირითადი საგანია, მე-6 არჩევითია და ანუ სავალდებულო არაა…

ასევე მიყვარს პუტინის მოტვლეპილი თავი, რომელზეც დიდი სიამოვნებით დავაბინავებდი ოცკალიბრიან, ან ყველა იძულებით გადაადგილებულ ტყვიას… მიუხედავად ამისა ჰუმანისტი ვარ და დღეში ორ კილო პარადოქსს ვჭამ….

      ხო ბოლოსკენ: მე იდეალური ოჯახი ვარ, მყავს შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და პატარა ბრტყელი ხის ტახტიც მაქვს სამზარეულოს კუთხეში, ცხიმიანი გაზქურის გვერდით………..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s