Archive for the ‘ლადოს საავტორო სვეტი’ Category

სერ ალექს ფერგიუსონი

Posted: June 13, 2011 by ლადო მეყანწიშვილი in ლადოს საავტორო სვეტი

ისევე როგორც ბევრი შესანიშნავი საფეხბურთო მწვრთნელის, ალექსანდრ ჩეპმენ ფერგიუსონის კარიერაც მოკრძალებულად დაიწყო. ახალგაზრდობაში ფერგიუსონს მდინარე კლაიდის პირას უწევდა ლუკმა პურისთვის შრომა, იქამდე, სანამ ფეხბურთში არ მოვიდა, “დიდი შოტლანდიელის” საფეხბურთო კარიერა კი მაშინ ჯერ კიდევ სამოყვარულო “ქუინზ პარკში” დაიწყო. შოტლანდიის ჩემპიონატში მისი დებიუტი 1957 წელს მეორე დივიზიონის “სტანრარში” შედგა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე. 1960-ების შუაწელში ის “სენტ ჯონსტონში” გადადის, საბოლოოდ კი, ამჯერად უკვე პროფესიონალის სტატუსით, “დანფერმლაინის” მაისურს ირგებს, ეს ყველაფერი 1964 წელს ხდება. სწორედ ამ პერიოდში ამახვილებს მასზე ყურადღებას “გლაზგო რეინჯერსში” და სამი წლის შემდეგ ფერგიუსონი იმ დროისთვის სარეკორდო, (შოტლანდიის მასშტაბით) 65000 ფუნტის საფასურად დედაქალაქურ კლუბში გადავიდა.

თუმცა ფერგიუსონის ოცნებები იმედგაცრუებამ შეცვალა. “რეინჯერსში” გატარებული დრო წარუმატებელი აღმოჩნდა, მან ჩვეულ ფორმაში ჩადგომა ვერ შეძლო და 1969 წელს “ფალკირკში” გადაბარგდა, სადაც შედგა კიდეც მისი, როგორც მწვრთნელის დებიუტი, იქამდე, სანამ კიდევ ერთხე დაბრუნდება მოედანზე, ისევ დროებით, ამჯერად “ეარ იუნაიტედის” რიგებში, 1973 წელს.

როგორც აღმოჩნდა, “ეარ იუნაიტედმა” გარდამტეხი როლი ითამაშა მის კარიერაში, 32 წლის ასაკში ბიზნესის წამოწყების რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ფერგიუსონი ფეხბურთელის კარიერას ასრულებს და მწვრთნელი ხდება, ინიშნება რა “ისტ სტირლინგის” დამრიგებლის თანამდებობაზე, 1974 წლის ივლისი…

ფერგიუსონმა ახალ კლუბში მალევე მოიპოვა წარმატებული მწვრთნელის რეპუტაცია, და იმავე წლის ოქტომბერში სამუშაოდ პირველი დივიზიონის კლუბ “სენტ-მირენში” გადავიდა”. შეზღუდული რესურსების მიუხედავად ის საკმაო კარგად უძღვებოდა გუნდს სამი სეზონის განმავლობაში, თუმცა გუნდის დატოვება მაინც კონტრაქტის ამოწურვამდე სამი წლით ადრე მოუწია, მიზეზი ხელმძღვანელობასთან ცუდი დამოკიდებულება იყო.

“სენტ მირენიდან” მისი წასვლა “აბერდინისთვის” აღმოჩნდა მომგებიანი და რამდენიმე მომხიბლავი წინადადების უარყოფის შემდეგ ფერგიუსონმა ამ გუნდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ეს ფაქტი 1978 წლის აგვისტოთი თარიღდება.

გუნდის შუახაზის გარდარქმნის შემდეგ ფერგიუსონმა შეძლო და დაარღვია “ძველი შოტლანდიელების”, “სელტიკისა” და “რეინჯერსის” ჰეგემონია და რვა წლის მანძილზე გუნდის ჩემპიონობის 3 ტიტულამდე მიიყვანა, ამას დაემატა 4 შოტლანდიის და ერთიც ლიგის თასი, რაც მას ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად ხდის “აბერდინის” ისტორიაში.

მაგრამ შიდა ასპარეზზე მიღწეული ამხელა წარმატების მიუხედავად ყველაზე დიდ გამარჯვებას ფერგიუსონმა 1983 წელს მიაღწია, როცა მისმა “აბერდინმა” თასების თასის ფინალში თვით მადრიდის “რეალი” დაამარცხა და პირველი და ჯერჯერობით კვლავ უკანასკნელი შოტლანდიური გუნდი გახდა, რომელმაც ევროპული ტიტული მოიგო.

 

 

ევროპული გამარჯვების შემდეგ ფერგიუსონის პერსონა მთელი საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღებას იქცევს, 1986 წელს, მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდიის ნაკრების სამწვრთელო სკამზე გატარებული რამდენიმე ხნის შემდეგ, რომელიც მენეჯერ ჯოკ სტეინის გარდაცვალებით იყო გამოწვეული, ის უარყოფს “ბარსელონას”, ‘არსენალის”, “რეინჯერსის”, “ტოტენჰემის” წინადადებებს და 1986 წლის 7 ნოემბერს “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ხდება.

ფერგიუსონის ჩანაფიქრმა, აუჩქარებლად გამოეყვანა “მანჩესტერი” რთული მდგომარეობიდან, რომელშიც იგი გუნდიდან რონ ატკინსონის წასვლის შემდეგ აღმოჩნდა, სასურველი შედეგი ვერ მოიტანა.

თავიდან ყველას ფიქრი მიმართული გახლდათ იმისკენ, რომ ფერგიუსონმა თავისი წარმატება შოტლანდიაში დატოვა და მუშაობის სამი წლის შემდგე, მიუხედავად იმისა, რომ 1988 წელს “იუნაიტედმა” სეზონი მეორე ადგილზე დაამთავრა “ლივერპულის” შემდეგ, ყველა ტრიბუნიდან მოისმენდით შეძახილებს, “ფერგი წადი!”.

მაგრამ უცხო თვალისგან შეუმჩნევლად ფერგიუსონი ყოველფღიურად, ყოველწუთეულად და დეტალურად ცვლიდა გუნდს. მთავარი სიახლე, რაც მან შემოიტანა, ახალგაზრდების მომზადების სისტემის შეცვლა იყო, რამაც რამდენიმე წლის შემდეგ უზარმაზარი დივიდენდები მოუტანა გუნდს, და კიდევ ერთი, “ოლდ ტრაფორდზე” სასმელის დალევა აკრძალა, რის გამოც იქამდე ტრიბუნების უსაყვარლესმა რამდენიმე ფეხბურთელმა სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა.

ამ ფეხბურთელების დაკარგვა გუნდის თამაშზე უარყოფითად აისახა და 1990 წლის იანვარში “მანჩესტერ სიტისთან” სამარცხვინო, 5:1 წაგების შემდეგ “იუნაიტედი” ცხრილის ბოლო საფეხბურზე აღმოჩნდა. ფერგიუსონის, როგორც “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელის კარიერა უფსკრულისკენ მიექანებოდა, ხელმძღვანელობამ მას უკანასაკნელი შანსი მისცა, ინგლისის თასის მესამე რაუნდი და “ნოტინგემ ფორესტთან” გასამართი მატჩი.

თუ “იუნაიტედი” ამ შეხვედრაშიც დამარცხდებოდა ეს ფერგიუსონისთვის დასასრულს ნიშნავდა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის დირექტორი მარტინ ედვარდსი ამას მუდმივად უარყოფდა, ყველა ხვდებოდა, რომ მასაც აევსო მოთმინების ფიალა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა, მატჩის უკანასაკნელ წუთებზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, შეცვლაზე შემოსულმა მარკ რობინსმა გუნდს მინიმალური გამარჯვება მოაპოვებინა, ფერგიუსონმა კი სკამი შეინარჩუნა.

ეს გამარჯვება გარდამტეხი აღმოჩნდა, “ეშმაკებმა” განაგრძეს წარმატებული სვლა, რაც საბოლოოდ “კრისტალ პალასის” დამარცხებით და ინგლისის თასის მოპოვებით დასრულდა.

შემდეგ სეზონში “იუნაიტედმა” ევროპულ ასპარეზზეც მიაღწია დიდ გამარჯვებას, თასების მფლობელთა თასის ფინალში მან “ბარსელონა” დაამარცხა ანგარიშით 2:1, გამარჯვების გოლი თავისი ყოფილი გუნდის კარში მარკ ჰიუზმა გაიტანა.

თუმცა ინგლისის ჩემპიონის ტიტული, რომელიც უკანასკნელად 1967 წელს იყო მოპოვებული კვლავ მიუღწეველი ხდებოდა, ევროპულ ტრიუმფს საშინაო ასპარეზზე დაკავებული მხოლოდ მეორე ადგილი მოჰყვა, 1992 წელს კი კვლავ ლიგის თასი, ფინალი და გამარჯვება.

1993 წლის სეზონში ძველმა საფეხბურთო ლიგამ დაასრულა თავისი შესანიშნავი ისტორია, პრემიერ ლიგის შექმნა კი მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში “მანჩესტერ იუნაიტედის” და ფერგიუსონის ბატონობის დასაწყისად მიიჩნევა.

1992/93 წლების სეზონის არცთუ სახარბიელო დასაწყისის შემდეგ, ნოემბერს “მანჩესტერი” მოულოდნელი შენაძენით შეხვდა, “ლიდსიდან” “იუნაიტედში” ერიკ კანტონა გადავიდა. ფრანგი ფეხბურთელის ზღაპრული თამაში უკანასკნელი დეტალი აღმოჩნდა ფერგიუსონის მანქანაში, რომელიც ამიერიდან გამარჯვებების გამარჯვებებზე მოპოვებას შეუდგა, და საბოლოოდ ამ სეზონშივე მოხდა ის, რასაც გულშემატკივარი 26 წელი ელოდა, “მანიუ” ინგლისის ჩემპიონი გახდა!

1993/94 წლების სეზონში ფერგიუსონი მეორე უმნიშვნელოვანეს შენაძენს აკეთებს და “კრისტალ პალასიდან” იმ დროისთვის საკმაოდ სერიოზული თანხის, 3.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გუნდში როი კინი გადმოჰყავს, ამ ნაბიჯმა “იუნაიტედი” საბოლოოდ აქცია ინგლისური ფეხბურთის ლიდერად, რადგან ფერგიუსონის გუნდმა თავისი პირველი “დუბლის” შესრულება შეძლო, გაასწრო “ბლექბერნს” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში და გაანადგურა “ჩელსი” ინგლისის თასის ფინალში, ანგარიშით 4:0.

შემდეგ სეზონში კვლავ “ბლექბერნის” ჯერი დადგა, მათ “წითელ ეშმაკებს” სამაგიერო გადაუხადეს და ფერგიუსონი და კამპანია ტიტულების გარეშე დატოვეს. მაგრამ მანკუნიანელებმა სწარაფად დაივიწყეს წარუმატებლობა და 1996 წელს კიდევ ერთი “დუბლის” გაკეთება შეძლეს, დააკლდათ რა სულ ერთი ნაბიჯი ლიგის თასის მოგებამდე, რაც “დუბლს” “ტრებლათ” აქცევდა.

მწვრთნელის მიერ “ფერგის ახალგარზდების” წარდგენა, და დევიდ ბექჰემის, ძმები ნევილების, პოლ სქოულზის, ნიკი ბატისა და რაინ გიგზის შემადგენლობაში ჩართვა, გამოცდილი მოთამაშეების მაგივრად, ამ წლების მთავარი მოულოდნელობა გახდა, მარკ ჰიუზი, პოლ ინსი, ანდრეი კანჩელსკისი და გუნდიდან წავიდნენ.

სეზონის პირველ მატჩში დამარცხებას კომენტატორ ალან ჰენსენი საქვეყნოდ ცნობილი კომენტარი მოჰყვა, “ამ, ბავშვებით თქვენ ვერაფერს მოიგებთ!”, მაგრამ ეს სიტყვები მას რამდენჯერმა გაახსენეს, როცა “იუნაიტედმა” გუნდების ერთმანეთის მიყოლებით დამარცხება დაიწყო, და ჩემპიონობა “ნიუკასლთან” 14 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შემდეგ მოიპოვეს.

უკანასკნელ 5 სეზონში მეოთხე საჩემპიონო ტიტული, რომელიც გუნდმა 1997 წელს მოიპოვა და მუდმივი მონაწილეობა ევროასპარეზზე ვერაფრით აკმაყოფილებდა ფერგიუსონის ამბიციას, რომლის გახმოვანებასაც იგი არასოდეს ერიდებოდა, მოეგო ევროპის ჩემპიონთა თასი.

“წითელმა ეშმაკებმა” ერთხელ უკვე მიაღწიეს ამ ტურნირის ნახევარფინალს, მაგრამ დორტმუნდის “ბორუსიასთან” დამარცხდნენ, შემდეგ სეზონში იგივე უკვე “მონაკომ” გააკეთა, საშინაო ასპარეზზე კი ორივე ტიტული არსენ ვენგერს და მის “მეთოფეებს” დარჩათ.

 

 

წარუმატებლობამ ფერგიუსონს გადააწყვეტინა რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდებოდა, რაზეც 23 მილიონი ფუნტი დაიხარჯა, გუნდში კი მცველ იაფ სტამი და თავდამხმელი დუაიტ იორკი მოვიდნენ, 1999 წელს, თავის პირველ “მანჩესტერულ” სეზონში დუაიტ იორკისა და ენდი კოულის დუეტი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოდ იქცა, “იუნაიტედმა” კი არნახულ წარმატებას მიაღწია, მოიგო პრემიერლიგა, ინგლისის თასი და პირველად ბოლო 30 წლის მანძილზე, ჩემპიონთა თასის მფლობელის ტიტული.
ბარსელონაში გამართული ფინალური მატჩი მიუნხენის “ბაიერნს” მიჰყავდა, შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე სუპერ-სათადარიგოებად წოდებულმა ტედი შერინგემმა და ოლე გუნარ სოლსკიაერმა ფერგიუსონის გუნდი ევროპის ჩემპიონები გახადეს, თავად შოტლანდიელს კი ბრიტანული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სამეფო კარის ტიტული გადაეცა და იმ დღიდან სერ ალექს ფერგიუსონად იწოდება.

მომდევნო სეზონში ფერგიუსონმა განაცხადა, რომ 2002 წელს წავიდოდა დაკავებული პოსტიდან, მნიშვნელოვანი ფაქტი კი, რომელიც ამ წელს უკავშირდება ინგლისის თასზე მონაწილეობაზე უარის თქმა გახლავთ, მიზეზად ბრაზილიაში გასამართი ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი დასახელდა.

ბრაზილური მზის ქვეშ “იუნაიტედმა” არცთუ დამაჯერებლად ისპარეზა, მაგრამ ეს წარუმატებლობა ფერგიუსონის გუნდისთვის კატალიზატორად იქცა, 2000 წელს მან კვლავ მოიგო ჩემპიონატი, უახლოეს მდევარ “არსენალს” კი 18 ქულით გაასწრო.

2000/01 წლების სეზონი “იუნაიტედისთვის” კვლავ საჩემპონო გამოდგა, ყველაფერი კვლავ ტურნირის დამთავრებამდე გაირკვა, აპრილის შუაწელში ფერგიუსონი უკვე იყო პირველი მწვრთნელი, რომელმაც სამი საჩემპიონო ტიტული მოიგო ზედიზედ და ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სპეციალისტი გახდა.

“ოლდ ტრაფორდზე” თავისი უკანასკნელი სეზონისთვის მოსამზადებლად ფერგიუსონმა თითქმის 50 მილიონი ფუნტი დახარჯა რუუდ ვან ნისტელროის და ხუან სებასტიან ვერონის ტრანსფერებში, მაგრამ ამ ფაქტმა ხელი ვერ შეუშალა “არსენალს” მოეგო ჩემპიონობა და “იუნაიტედის” წარმატებული სერია შეეწყვიტა.

ევროპულ ასპარეზზე “მანჩესტერმა” ვერცერთი ნახევარფინალური მატჩის მოგება ვერ შეძლო ლევერკუზენის “ბაიერთან”, რამაც ფერგიუსონს სამწვრთნელო კარიერის ტრიუმფით დასრულების საშუალება არ მისცა, მითუმეტეს, რომ ფინალი მისთვის მშობლიურ გლაზგოში უნდა გამართულიყო. “მანჩესტერმა” ყველასთვის მოულოდნელად სეზონი ტიტულების გარეშე დასრულა.

წარუმატებლობამ ფერგიუსონს პენსიაზე გასვლა გადააფიქრებინა, და კლუბთან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ასისტენტად კი პორტუგალიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების ყოფილი მწვრთნელი კარლუშ კეირუში მოიწვია, გარდა ამისა დაამხო ინგლისის სატრანსფერო რეკორდი და 2003 წელს “ლიდსის” მცველი რიო ფერდინანდი გადაიბირა.

სწორედ ამ წელს ჩემპიონთა ლიგის საფინალო შეხვედრა ოლდ ტრაფორდზე უნდა გამართულიყო, “იუნაიტედი” ფერგიუსონთან ერთად ევროპული დიდების კვარცხლებგზე კიდევ ერთხელ ასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მეოთხედფინალში მადრიდის “რეალთან” ორი მატჩის ჯამში 5-6 წაგებულმა დაპირისპირებამ ისინი ტურნირის მიღმა დატოვა.

ამ სეზონმა გუნდში ძირეული გარდატეხა მოიტანა, თუმცა ხმები უფრო სერიოზული იყო, ყველა გაზეთი დევიდ ბექჰემის “რეალში” და რაიან გიგზის “ინტერში” ტრანსფერებით აპელირებდა, სპეკულაციები არ წყდებოდა ფაბიენ ბარტეზისა და ხუან სებასტიან ვერონის შესახებ.

ინგლისში “წითელმა ეშმაკებმა” ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე შეძლეს “მეთოფეების” 9 ქულიანი უპირატესობის გაბათილება და უკანასკნელ 11 წელიწადში მე-8 საჩემპიონო ტიტული მოიპოვეს.

2003 წლის ზაფხულში კი მოხდა ის, რაზეც ამდენ ხანს საუბრობდნენ, ბექჰემი მადრიდის “რეალში” გადავიდა, ვერონი “ჩელსიში”, ფაბიენ ბარტეზი კი თავისუფალი აგენტის სტატუსით “მარსელში” დაბრუნდა. გუნდში ამერიკელი მეკარე ტინ ჰოვარდი და პორტუგალიური “სპორტინგის” ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო მოვიდნენ, მათ გარდა იყვენენ ისეთებიც, რომლებმაც გაცემული ავანსები ვერ გაამართლეს, დევიდ ბელიონი, ერიკ ჯემბა-ჯემბა და მსოფლიო ჩემპიონი – კლებერსონი”.

“არსენალმა” 2003-04 წლების სეზონი მარცხის გარეშე განვლო და ჩემპიონის წოდება დაიბრუნა, “მანჩესტერისთვის” კი სეზონი უიღბლო გამოდგა. სექტემბერში რიო ფერდინანდმა დოპინგ ტესტი გააცდინა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა და ალექს ფერგიუსონმა მის დასაცავად ყველაფერი გააკეთეს, რიომ რვა თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ერთადერთი წარმატება, რომელსაც “ეშმაკებმა” ამ სეზონში მიაღწიეს ინგლისის თასის ფინალი აღმოჩნდა, რომელშიც მათ “მილოული” დაამარცხეს 3:0, ევროპაში კი ჟოზე მაურინიომ პირველად გააჟღერა თავისი სახელი, მოუგო რა “მანჩესტერს” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.

ეს არასახარბიელო ტენდენცია შემდეგ სეზონშიც გაგრძელდა, გუნდში “ევერტონის” თავდამსხმელის უეინ რუნის მოსვლის და “ლიდსის” ვარსკვლავის, ალან სმიტის გადმობირების მიუხედავად ფერგიუსონის გუნდმა ჩემპიონატში მხოლოდ 58 გოლის გატანა შეძლო, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოდგა 1991 წლის შემდეგ. ამის ძირითად მიზეზად რუუდ ვან ნისტელროის ხანგრძლივი ტრავმა დასახელდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა, გუნდმა დაკარგა შეტევითი პოტენციალი. ჩემპიონობაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, სეზონში 16 მოუგებელი მატჩი ამ მიზნისთვის ძალიან ბევრი აღმოჩნდა.

“იუნაიტედისგან” განსხვავებით “ჩელსი”. რომლის სათავეშიც მილიარდელი რომან აბრამოვიჩი მოვიდა, მწვრთნელის სავარძელი კი ჟოზე მაურუნიომ ჩაიბარა, მატჩებს თითქმის არ აგებდა და საშობაოდ ფერგიუსონის გუნდის ჩამორჩენამ მთელი 9 ქულა შეადგინა. მარტის დასაწყისში ცხადი გახდა, რომ “მანიუ” ისევ უმედლოდ დარჩა, საბოლოოდ გუნდმა სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა და “ჩელსის” 18 ქულით ჩამორჩა.

ზაფხული კლუბისთვის ხმაურიანი და დაძაბული გამოდგა, პირველ რიგში ეს აქციების საკონტროლო პაკეტის ამერიკელი მილიარდელის, მალკოლმ გლეიზერის ხელში გადასვლამ გამოიწვია, ფერგიუსონისთვის გაფორმებულმა მხოლოდ ერთწლიანმა კონტრაქტმა ახალი ჭორები ააგორა, რომლის თანახმადაც ეს სეზონი შოტლანდიელისთვის “გედის სიმღერა” უნდა გამომდგარიყო.

ზაფხულშივე გუნდმა “ფულჰემის” ჰოლანდიელი გოლკიპერი ედვინ ვან დერ სარი გადაიბირა, “პსვ” ეინდჰოვენიდან” კი კორეელი ჯი სუნგ პარკი იქნა შეძენილი. მაგრამ გუნდს, განსაკუთრებით კი მის ნახევარდაცვას ტრავმების ეპიდემია დაატყდა თავს, რამაც “ჩელსის” თავიდანვე მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვების საშუალება მისცა, “მიდლსბროსთან” განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ MUTV-სთან ინტერვიუში კაპიტანმა როი კინმა თანაგუნდელები, ფლეტჩერი, სმიტი, ფერდინანდი და ო’ში მონდომების არქონაში დაადანაშაულა და საქვეყნოდ განაცხადა, რომ გუნდში უდიდესი კრიზისია.

მაგრამ სწორედ ასეთ რთულ მომენტში ფერგიუსონის გუნდმა “ჩელსის” დამარცხება შეძლო, მინიმალური სხვაობით 1:0, რითაც ლონდონელების 40 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა, გადამწყვეტი გოლო დარენ ფლეტჩერმა გაიტანა, ალან სმიტი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ფერგიუსონმა კრიტიკოსებს ისევ გამოწვევა ესროლა.

2005 წლის 18 ნოემბერს ორმხრივი შეთანხმების შემდეგ კონტრაქტი გაწყვიტა და კლუბი დატოვა მრავალი წლის მანძილზე მისმა უცვლელმა კაპიტანმა და “ფერგიუსონის ერის” ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, როი კინმა. ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა საკლუბო ტელეარხისთვის მიცემული ზემოთ ნახსენები ინტერვიუს შემდეგ დაიძაბა, ბოლო წერტილი კი ერთ-ერთ ვარჯიშზე იქნა დასმული, როცა კინმა ფერგიუსონის თანაშემწე კეირუშს სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა.

ჩემპიონთა ლიგის გათამაშება უბრალოდ საშინელი აღმოჩნდა, პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში გუნდმა ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო, უფრო მეტიც, მეოთხე ადგილზე გავიდა და უეფას თასის გათამაშებაშიც ვერ მოხვდა.

2006 წლის იანვარში ბევრის გასაკვირად ფერგიუსონმა გლეიზერისგან თანხმობა მიიღო ორი მცველი შეეძინა, სერბი ნემანია ვიდიჩი და ფრანგი პატრის ევრა, ფერგიუსონის გუნდი უტიტულოდ მაინც არ დარჩა, ლიგის თასის ფინალში “უიგანი” დაამარცხა ანგარიშით 4:0 და ცხადი გახადა, რომ მომდევნო სეზონიდან ახალი ერა იწყებოდა. იმ სეზონშივე “ეშმაკებმა” შეძლეს “ჩელსისთან” სხვაობის შემცირება, მაგრამ ბოლო ტურებში “სანდერლენდთან” საშინაო ფრის და “სტემფორდ ბრიჯზე” სამ ბურთიანი სხვაობით დამარცხების შემდეგ სერ ალექსი იძულებული გახდა შურისძიება რამდენიმე თვით გადაედო.

 

ევროპაში გამოსვლას თუ არ ჩავთვლით, გუნდი მაინც იმაზე უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ბევრი ელოდა სეზონის დასაწყისში, როგორც წინა წლებში უკვე არაერთხეკ დადასტურდა, წარუმატებლობის ამ ეტაპზე პასუხისმგებლობას კვლავ ფერგიუსონი იღებს თავზე და ცდილობს გუნდი გამარჯვებების გზაზე დააყენოს, ეს უკვე მისი, როგორც “იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის მესამე თაობაა ფეხბურთელებისა, ახალგზრდების და რამდენიმე ვეტერანის იმედისმომცემი ნაზავი. ზაფხულში, 2006/07 სეზონის წინ ფერგიუსონის ერთადერთი შენაძენი მაიქლ ქერიქი გახლდათ, რაც ბევრმა არასწორ ნაბიჯად ჩათვალა, მითუმეტეს, რომ “ჩელსიმ” შევჩენკოსა და ბალაკის ტრანსფერებში 67 მილიონი ფუნტი დახარჯა.

სეზონი “იუნაიტემა” პრემიერლიგაში გამოსვლის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე კარგად დაიწყო, პრაქტიკულად პირველივე ტურიდან მოიპოვა ლიდერობა და აიძულა მაურინიო, მდევარის როლიც გამოეცადა. პირველი 17 შეხვედრიდან ფერგიუსონის გუნდმა 14 მოიგო, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და რაც მთავარია ყველაზე გამართული ფეხბურთი აჩვენა უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე.

გუნდისთვის დიდი პლიუსი გამოდგა ტრავმის შემდეგ მოედანზე პოლ სქოულზის დაბრუნებაც, რომლის მოქმედების უსასრულო დიაპაზონმა და უზუსტესმა პასებმა “იუნაიტედს” შეტევითი ფეხბურთის დემონსტრირების საშუალება მისცა, ვეტერანმა სქოულზმა ბრწყინვალე ტანდემი შექმნა გუნდის ახალწვეულთან, მაქილ ქერიქთან, კრისტიანო რონალდო კი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, სულ კი სეზონში 23 გოლი გაიტანა და მთელი ევროპა კიდევ ერთხელ აალაპარაკა,

დაიხვეწა დაცვაში თამაშიც, რიო ფერდინანდისა და ვიდიჩის ბრწყინვალე დუეტს პატრის ევრას შესანიშნავი თამაშიც დაერთო თან, რამაც 2006 წლის მიწურულს “იუნაიტედს” “ჩელსისთან” 6 ქულიანი ფორის მოპოვების საშუალება მისცა. გუნდი სტაბილურად თამაშობდა და საკმაოდ ბევრი გოლი გაჰქონდა, “ენფილდზე” 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ “იუნაიტედს” ერთი ნაბიჯიღა აკლდა ტიტულამდე, მაგრამ “ჩელსი” ადვილად დანებებას არ აპირებდა.

ევროპაში “წითლებმა” განსაკუთრებული ყურადღება საშინაო მატჩებს დაუთმეს და მეოთხედფინალაში გავიდნენ, წარმატებით გამოდიოდნენ ინგლისის თასზეც, რამაც ყველა კვლავ მოსალოდნელ “ტრებლზე” აალაპარაკა, ჩემპიონთა ლიგაში “რომასთან” 7:1 მოგებულმა მატჩმა ეს მოლოდინი კიდევ უფრო გაამყარა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე “მილანთან” დაპირისპირება ფერგიუსონისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, ინგლისში 3:2 გამარჯვებას “სან-სიროზე” 0:3 განადგურება მოჰყვა და გუნდი ფინალის მიღმა დარჩა.

მაგრამ ოთხი დღის შემდეგ ეს მარცხი ყველამ დაივიწყა, რადგან 2007 წლის 6 მაისს “იუანიტედი” ინგლისის ჩემპიონი გახდა. ფერგიუსონმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა კრიტიკოსებს, რომ ცდებოდნენ, როცა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მას უკვე ასაკოვანს და “მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელისთვის შეუფერებელს ეძახდნენ, “მანჩესტერმა” ინგლისში ჩვეული ადგილი დაიკავა!

“ჩელსიმ” თასის ფინალში 1:0 დაამარცხა “მანჩესტერი”, მაგრამ ეს თითქმის არავის აღუქვია სერიოზულად, იმით, რომ მან აზრი დაუკარგა აბრამოვიჩის დახარჯულ მილიონებს და აჯობა მაურინიოს ძალიან ძლიერ გუნდს, ფერგიუსონმა კარიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია, ეს სანახაობრივი ფეხბურთის გამარჯვება იყო. ალბათ პირველად მოხდა, რომ ნეიტრალური გულშემატკივრები “იუნაიტედის” მხარეს იყვნენ საჩემპიონო რბოლაში. პრემიერლიგის კიდევ ერთმა ოქრომ ყველას დაანახა, რომ “ოლდ ტრაფორდზე” წარმატებით დაიწყო ახალი გუნდის მშენებლონა, უცვლელი რეჟისორის, ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით!

2007 წლის ზაფხულში შოტლანდიელმა მწვრთნელმა ორი ახალგაზრდა ნახევარმცველი, ნანი და ანდერსონი და “ვესტ ჰემის” ფორვარდი იყიდა, თუმცა ამ უკანასკნელის სატრანსფერო ფურცელში არენდა ჩაიწერა, ორი წლის ვადით. გუნდმა ასევე წერტილი დაუსვა საგას ოუენ ჰარგრეივსთან დაკავშირებით და ინგლისელი ნახევარმცველი “მანიუს” საკუთრება გახდა, შემადგენლობის მნიშვნელოვანი გაძლიერების მიუხედავად ფერგიუსონის გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო, ერთი ქულა საწყის სამ მატჩში, თუმცა ამის შემდეგ იყო სამი გამარჯვება ერთნაირი ანგარიშით 1:0 და რვა დიდი ანგარიშით მოგებული მატჩი.

“ჩელსიმ” გუნდიდან ჟოზე მაურინიო გაუშვა და ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ ტიტულისთვის მხოლოდ “მანიუ” და “არსენალი” იბრძოლებდნენ, ფერგიუსონის ძველი კონკურენტის, არსენ ვენგერის გუნდიც მიუხედავად გადახალისებული შემადგენლობისა, მაინც შესანიშნავ თამაშს აჩვენებდა.

ევროპულ აპსარეზზე “წითლებმა” კვლავ საკუთარ მოედანზე შესანიშნავი თამაშის წყალობით ახერხებდნენ წარმატების მიღწევას, დეკემბერში “ეშმაკებმა” საჩემპიონო რბოლას “ლივერპული” ჩამოაშორეს, მოუგეს რა “ენფილდზე” 1:0, ამ გამარჯვებას “სანდერლენდის” 4:0 და “ნიუკასლის” 6:0 განადგურება მოჰყვა, მიუხედავად ამისა, “არსენალი” დევნას განაგრძობდა, თანაც საკმაოდ წარმატებულად, ხოლო ყველასთვის შოკისმომგვრელმა მარცხმა, რომელიც “მანჩესტერმა” მიუნხენური ტრაგედიის წლისთავზე საკუთარ მოედანზე “სიტისგან” განიცადა, “კანონირებს” ხუთი ქულით დაწინაურების საშუალება მისცა.

თუმცა მოხდა ისე, რომ ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა და ფერგიუსონმა ვენგერს 4:0 მოუგო, ასე შეაფასა ეს გამარჯვება პრესამ, ჩემპიონატში კი “არსენალმა” თავდაჯერებულობა დაკარგა და სათასო მარცხს პრემიერლიგური ფრეების სერია მიაყოლა, ფერგიუსონის გუნდმა კი პირიქით, თამაში იპოვა და სულ მალე 3 ქულას სატურნირო ცხრილის სათავეში უკვე “მანჩესტერი” იგებდა. კრისტიანო რონალდომ ნახევარმცველისთვის აქამდე არნახულ სიმაღლეს მიაღწია,2 ბურთით გააუმჯობესა რა ჯორჯ ბესტის რეკორდი, რომელიც სეზონში 40 გატანილ გოლს ითვლიდა.

ამასობაში ბატალიები ჩემპიონთა ლიგაშიც განახლდა, კარლოს ტევესის მნიშვნელოვანმა გოლმა “ლიონთან” გასვლით მატჩში “იუნაიტედს” საჭირო ფრე მოუტანა, რასაც საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით გამარჯვება იყო, შემდეგ კიდევ ერთი წარმატებული დაპირისპირება და ნახევარფინალის საგზური, სადაც “მანიუს” წინ “ბარსელონა” უნდა წამდგარიყო. მარტის ბოლოს “ეშმაკებმა” “ლივერპული” გააცამტვერეს, 3:0 და ყველასთვის ნათელი გახადეს, რომ არც ამ სეზონში აპირებდნენ ტიტულის დათმობას, 13 აპრილს ოლდ ტრაფორდზე მანკუნიანელებმა გაშვებული გოლის მიუხედავად “არსენალის” დამარცხებაც შეძლეს (2:1), მაგრამ ამ პერიოდში ყველასთვის მოულოდნელად ცხადად გამოჩნდა, აბრაამ გრანტის ამბიციებიც, რომელიც ჩამოწერას არ შეურიგდა, “არსენალის” არაერთი წაფორთხლებით ისარგებლა და “იუნაიტედს” კვალში ჩაუდგა. რომ არა “ბლექბერნთან” მატჩის 88 წუთზე კარლოს ტევესის მიერ გატანილი გოლი, თეორიულად “ჩელსის” შეეძლო კიდევ გაესწრო “მანჩესტერისთვის”, მითუმეტეს რომ ლონდონის შეხვედრა ჯერ კიდევ წინ იყო.

“წითლები” “ჩელსის” ბურთების სხვაობით შესამჩნევად ჯობდნენ, ამიტომ მხოლოდ ამ მატჩში წაგების შემთხვევაშიც კი ჩემპიონის ტიტული მათ რჩებოდათ. სწორედ ამიტომ ფერგიუსონმა “ჩელსისთან” მატჩის წინ შემადგენლობა გადაახალისა, რადგან გუნდს რამდენიმე დღეში “ბარსელონა” და ლიგის ნახევარფინალი ელოდა, პირველ მატჩში “მანიუმ” კატალონიაში ფრედ 0-0 ითამაშა, “ჩელსისთან” შეხვედრა 2-1 წააგო, თუმცა ამაზე დიდად არც არავის უნერვიულია, რადგან ზუსტად 4 დღეში პოლ სქოულზის ერთადერთი გოლის წყალობით “ბარსელონა” დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, პირველად “ნოუკ – კამპური” ტრიუმფის შემდეგ. ფინალში სადაც უკვე თითქმის მუდმივ მეტოქედ ქცეული “ჩელსი” ელოდა.

მოსკოვის საგზურის მოპოვების შემდეგ ფერგიუსონმა აქცენტის პრემიერლიგაზე გადატანა შეძლო, საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემის” 4-1 განადგურების შემდეგ გუნდს ჩემპიონატის უკანასკნელი მატჩი ელოდა, სტუმრად “უიგანის” წინააღმდეგ. “იუნაიტედმა” 2-0 გაიმარჯვა და სერ ალექსმა ერთ-ერთი გოლის ავტორ რაიან გიგზთან ერთად თავისი მე-10 საჩემპიონო ტიტული მოიგო.

ათი დღის შემდეგ კი უკვე ათლწეულის უმნიშვნელოვანესი მატჩის დრო დადგა, მოსკოვის “ლუჟნიკებზე” გამართული დაძაბული შეხვედრა ფრედ 1-1 დამთავრდა, გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა და ფეხბურთელებს საფეხბურთო ლატარეის გათამაშება მოუხდათ. კრისტიანო რონალდომ, სეზონის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელმა, ფინალში ერთადერთი გოლის ავტორმა თერთმეტრიანის გატანა ვერ შეძლო, ჯონ ტერის შეეძლო გამარჯვება მოეტანა “ლურჯებისთვის” მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი ფსიქოლოგიური უპირატესობის ქვეშ “მანიუმ” შეძლო მეტი სიზუსტის გამოჩენა, ვან დერ სარმა ნიკოლა ანელკას აუღო დარტყმა და ალექს ფერგიუსონის მეთაურობით გუნდმა მეორე ჩემპონთა ლიგა მოიგო.

დიდი ხნის განმავლობაში ფერგიუსონს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ევროპულ ასპარეზზე მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, და რომ ის არ შეიძლებოდა დიდ მწვრთნელად ჩათვლილიყო, მოსკოვში გამარჯვებით მან უკვე მერამდენედ გააჩუმა კრისტიკოსები, ალბათ სამუდამოდ.

გამოყენებული მასალა :  http://www.manunited.fanebi.com   http://www.manutd.com

 

Advertisements

უეინ რუნი

Posted: June 13, 2011 by ლადო მეყანწიშვილი in ლადოს საავტორო სვეტი

 

უეინ რუნი პირველად მოედანზე 2002/2003 წლის სეზონის დასაწყისშივე გავიდა “ტოტენჰემის” წინააღმდეგ “გუდისონ პარკზე”. ათი მატჩის შემდეგ, როდესაც უეინი ჯერ კიდევ 16 წლის იყო, მან პრემიერ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა “არსენალის” კარში, ეს მოხდა თამაშის დასასრულს და გუნდს დრამატულ მატჩში 2-1 გაამარჯვებინა.

უეინ რუნი გახდა ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი, როდესაც მან მოაწერა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტს ხელი, რომელიც კლუბს საბოლოო ჯამში 30 მილიონი ფუნტი დაუჯდა. “ევერტონის” ყოფილმა თავდამსხმელმა, ახალ გუნდთან კონტრაქტს ზაფხულის ტრანსფერის დასრულებამდე რამდენიმე საათრით ადრე მოაწერა ხელი 2004 წლის 31 აგვისტოს.

 

უეინის ტალანტი უკვე სანაკრებო დონეზე მალევე ავიდა, როდესაც მან ინგლისისნაკრების მაისურით 2003 წლის თებერვალშივე ჩაატარა მატჩი “ავსტრალიის” წინააღმდეგ, ის შეცვლაზე შემოვიდა “აპტონ პარკის” სტადიონზე. ის ასევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის ნაკრების მაისურით გოლი გაიტანა, ეს მან 17 წლის ასაკში, 2003 წლის სექტემბერში შეძლო “მაკედონიის” ნაკრების წინააღმდეგ. მისი ტალანტური თამაში უფრო ყურადრება მისაქცევი გახდა ევრო 2004-ზე, როდესაც მან ბრწყინვალედ იასპარეზა მთელი ტურნირის მანძილზე. 4 მატჩში მან 3 გოლის გატანა შეძლო “შვეიცარიისა” და “ხორვატიის” ნაკრებების კარში. აქედან ერთერთი იყო 25 იარდიდან გატანილი გოლი “ხორვატიის” კარში, რომელიც საკმარისი გახდა სერ ალექს ფერგიუსონითვის, რომელმაც მას კონტრაქტი შესთავაზა.

 

2004 წლის 28 სექტემბერს რუნის ჰქონდა დებიუტი მანჩესტერში, რომელშიც ახალბედამ “ჰეთრიკი” გაიფორმა თავის ანგარიშზე, ეს მატჩი კი “წითლებმა” ჩემპიონთა ლიგაზე “ფენერბახჩეს” წინააღმდეგ გამართეს და საბოლოო ჯამში ანგარიში 6-2 დამთავრდა.

2004/2005 წლის სეზონი თასების გარეშე დარჩენის წელი იყო იუნაიტედითვის, მაგრამ რუნის გადაეცა ჯილდო “სეზონის საუკეთესო გოლისთვის”, რომელიც მან “მიდლსბროს” გაუტანა. მეოერე ადგილიც მისმა გოლმა დაიკავა, რომელიც რუნიმ “ნიუკასლის” წინააღმდეგ გაიტანა. ამ სეზონში ის გახდა კლუბის ბომბარდირი 17 გოლით და ასევე იქნა დასახელებული ინგლისის თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ, როდესაც “წითლები” დამარცხდნენ “არსენალის” წინააღმდეგ.

2005/2006 წლის სეზონში უეინი აგრძელებდა დამტკიცებას რომ ის ერთერთი საუკეთესო იყო კლუბის რიგებში. სეზონის დამთავრების შემდეგ მას თავის ანგარიშზე ჰქონდა 19 გოლი დაგროვილი, რაც კლუბის ბომბარდირებში მეორე ადგილს აკავებინებდა მას. მან შეძლო ორ-ორი ბურთის გატანა “ნიუკასლის” და “ტოტენჰემის” წინააღმდეგ, შეძლო “არსენალის” კარში გოლის გატანა, ასევე თავისი ყოფილი გუნდის “ევერტონის” წინაარმდეგ “გუდისონ პარკზე” გოლის გატანა. მან პირველი პროფესიონალური მედალი მოიპოვა ლიგის თასის ფინალში, როდესაც “წითლებმა” “უიგანის” დამარცხება შეძლეს, რომელშიც “დუბლი” გაიფორმა უეინმა.

რუნი ასევე ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სეზონის ბოლოს კი PFA-ის მეორეჯერ ზედიზედ დაასახელა წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ, რომლითაც მან შეძლო გაემეორებინა ის გზა, რომლითაც რაიან გიგსმა დაიწყო. რუნის თამაში არ გამოპარვიათ ასევე კლუბის გულშემატკივრებს, რომლებმაც უეინს გადასცეს “სერ მეთ ბასბის პრიზი” – კლუბის წლის საუკეთესო მოთამაშე.

სეზონის ბოლო ტურში “ჩელსისთან” რუნიმ ტრამვა მიიღო და საეჭვო გახდა მისი გერმანიაში წასვლა მსოფლიო ჩემპიონატზე. მაგრამ ექიმების დახმარებით მან შეძლო დროზე ადრე გამოჯანმრთელება, ფეხბურთელს უკვე შეეძლო მსოფლიოში ყველაზე მთავარ ტურნირზე წასვლა, მაგრამ ნათელი იყო, რომ რუნი ბოლომდე ჯანმრთელი არ იყო. საბოლოოდ კი ტურნირის 1/4 ფინალში რუნიმ წითელი მიიღო “პორტუგალიის” ნაკრების წინააღმდეგ.

2006/2007 წლის სეზონმა გამოაჩინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატმა რუნიზე ზეგავლინა მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ რუნიმ შეძლო “დუბლის” შესრულება პირველ ტურში “ფულჰემის” წინააღმდეგ, შემდეგი გოლის ლოდინი მას მთელი 13 მატჩი მოუწია. მაგრამ 13 მატჩის შემდეგ მან შეასრულა “ჰეთ-რიკი” “ბოლტონის” კარში, შემდეგ “შეფილდ იუნაიტედის” კარში დუბლი მოჰყვა.

გოლების ნუსხაში რუნიმ 2006/2007 წლის სეზონში მიუმატა “არსენალის” კარში გატანილი გოლი “ემირეიტს სტედიუმზე”, ასევე შესანიშნავი გოლი “უოტფორდთან”, და ამაზე უფრო აღსაღნიშნი გოლი დევიდ ჯეიმსის კარში “პორტსმუთის” წინააღმდეგ თასის თამაშზე, ბრწყინვალე გოლი “ბოლტონის” კარში რონალდუსთან შეთამაშებით, ინგლისის თასის ნახევარფინალში გატანილი პირველი გოლი “უოტფორდის” კარში, და გოლი რომელმაც მანკუნიანელები დააწინაურა “გუდისონ პარკზე” ლივერპულის “ევერტონის” წინააღმდეგ 2-3, წერტილი კი ამ თამაშში კრის იგლსმა დასვა 2-4. რაც არ უნდა რთულად მოგვეჩენოს, რუნიმ ამ სეზონში 23 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა თავის ანგარიშზე.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუნიმ როგორც იქნა დაარღვია ევროპის თასებზე უგოლი მატჩების სერია, მან 1/4 ფინალში შეძლო “რომის” კარში გოლის გატანა. ამას მოჰვა მისი მომდევნო ტურში ორი გოლის გატანა, ერთერთი კი “მილანის” კარში ბოლო წუთზე, რომელმაც ტაბლოზე საბოლოო ჯამში ანგარიში 3-2 დააფიქსირა და მოაგებინა “წითლებს”.

2006 წლის ნოემბერში რუნიმ გაახანგრძლივა კონტრაქტი გუნდთან 6 წლით, რომელმაც შანსი მისცა მას კიდევ ეთამაშა გუნდში 2012 წლამდე და გამოემუშავებინა 35 მილიონი ფუნტი.

2007/2008 წლის სეზონში უეინმა საბოლოო ჯამში 18 გოლი გაიტანა და იყო გუნდის ერთერთი ძირითადი ფიგურა, რომელმაც საბოლოო ჯამში შეძლო “დუბლის” გაკეთება სეზონში. ის შესანიშნავად უწყობდა თავდასმის ხაზში კარლოს ტევესს.

მან გაიტანა შესანიშნავი გოლი “ნიუკასლის” კარში, ასევე გაიტანა “რომის” კარში როგორც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ასევე 1/4 ფინალში, ოქტომბერში კი მეტოქის კარი ზედიზედ 7-ჯერ დალაშქრა. ის ასევე მონაწილეობდა “არნენალის” განადგურებაში ინგლისის თასზე, რომელიც საბოლოო ჯამში 4-0 დასრულდა, შეძლო გათანაბრება “მიდლსბროსთან” მატჩში (2-2) და ასევე შეასრულა “დუბლი” “ასტონ ვილას” წინააღმდეგ (4-0).

2008/2009 წლის სეზონში უეინმა ჩაატარა 39 მატჩი და შეძლო 20 გოლის გატანა, რითაც გუნდის ბომბარდირებში მეორე ადგილი დაიკავა რონალდუს შემდეგ. ამ სეზონში რუნიმ მოუკლო გაფრთხილებების მომარაგებას, ის აღარ იღებდა უაზრო ყვითელ ბარათებს. შეიძლება მას უფრო მეტი გოლიც გაეტანა მაგრამ ფერგი ექსპერიმენტის სახით მას ნახევარდაცვის ფლანგებზე აყენებდა, საიდანაც ის პარტნიორებთან ერთად ცდილობდა გუნდის შეტევები გაემწვავებინა. რუნის განცხადებით მისი საყვარელი პოზიცია ცენტრალური თავდასხმის ხაზია, და დარწმუნებული იყო, რომ ახალ სეზონში ფერგი მას თავის საყვარელ ადგილას დააბრუნებდა.

2009/10 წლის სეზონში ის გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი.

 

გამოყენებული მასალა :  http://www.manutd.com   http://www.manunited.fanebi.com

მანჩესტერ იუნაიტედი

Posted: June 11, 2011 by ლადო მეყანწიშვილი in ლადოს საავტორო სვეტი

  მანჩესტერ იუნაიტედი

სრული სახელი Manchester United Football Club
მეტსახელი The Red Devils (წითელი ეშმაკები)
დაარსდა 1878
სტადიონი ოლდ ტრაფორდი
მანჩესტერი, ინგლისი
(ტევადობა: 76.212 მაყურებელი)
პრეზიდენტი აშშ-ის დროშა ჯოელ გლეიზერი
აშშ-ის დროშა აბრაამ გლეიზერი
მწვრთნელი შოტლანდიის დროშა სერ ალექს ფერგიუსონი
ლიგა პრემიერ-ლიგა

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი “ცხოვრობს” ინგლისის ერთ–ერთ უდიდეს ქალაქ მანჩესტერის (საგრაფო დიდი მანჩესტერი) რაიონ ტრაფორდში.

„იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გუნდია, მას მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონ გულშემატკივარზე მეტი ჰყავს. 

196465 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.

იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. 198687 წლების სეზონის როდესაც გუნდში ახლანდელი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი მოვიდა შემდეგ გუნდმა 20 დიდი ტიტული მოიგო. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 10 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 19–ჯერ გამხდარა, 1968 წელს კი გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ მანჩესტერმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 20072008 წლების სეზონში.

მანჩესტერს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია. 1990–იანი წლების შემდეგ მანჩესტერი მსოფლიოს ერთ–ერთი უმდიდრესი კლუბია და ბოლო რამდენიმე წერლია ლიდერობს საფეხბურთო კლუბებს შორის შემოსავლების მხრივ. 2007 წელს საფეხბურთო სამყაროში მანჩესტერი მეოთხე ადგილზე იყო მოგება–წაგების ბალანსის მხრივ, თუმცა ლიდერობდა იმ შემოსავლების მაჩვენებლებში, რომლებიც დამყარებული იყო ოპერაციულ შემოსავალზე.

Newton Heath

კლუბი დაარსდა 1878 წელს, როგორც Newton Heath L&YR F.C. რაც ნიშნავს: „ლანკაშირისა და იორკშირის რკინიგზის საფეხბურთო კლუბი“. ის შექმნეს ხსენებული რკინიგზის ხაზზე მომუშავე მუშებმა ნიუტონ ჰითის დეპოში. გუნდის ფერები იყო მწვანე მაისურები და ოქროსფერი სახელოები. თავიდან ისინი თამაშობდნენ არც თუ ისე მოწესრიგებულ მინდორზე, რომელიც ნორთ როუდზე (North Road) მდებარეობდა . ამ მოედანზე გუნდი 15 წლის განმავლობაში თამაშობდა, შემდეგ კი ბენკ სტრიტზე გადავიდა კლეიტონთან ახლოს 1893 წელს.

1892 წელს გუნდი გახდა საფეხბურთო ლიგის წევრი და თანდათან დაშორდა რკინიგზას, გადაიქცა რა დამოუკიდებელ კომპანიად, დანიშნა კლუბის მდივანი, სახელიდან მოიშორა L&YR და უბრალოდ საფეხბურთო კლუბი ნიუტონ ჰითი გახდა Newton Heath F.C.

ცოტა ხნის შემდეგ, 1902 წელს კლუბი გაკოტრების პირას იდგა, რადგანაც 2 500 გირვანქა სტერლინგი ვალი დაუგროვდა. რამდენიმე ხნის განმავლობაში ბენკ სტრიტზე მდებარე მოედანი დახურეს კიდეც.

ზედ დაშლისა და გაუქმების წინ კლუბში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ჯ.ჰ. დევისმა , რომელიც იყო მანჩესტერის ლუდსახარშების მმართველი დირეტორი. არსებობს ლეგენდა, რომ გუნდის კაპიტანი ჰარი სტაფორდი, ასეირნებდა თავის სენბერნარის ჯიშის, მრავალი ჯილდოს მომგებ ძაღლს. ის ქუჩაში შემთხვევით შეხვდა დევისს, რომელსაც ძაღლი ძალიან მოეწონა და სტაფორდს შესთავაზა მიეყიდა მისთვის. გუნდის კაპიტანმა ძაღლი არ გაყიდა, თუმცა შეძლო დევისის დარწმუნება კლუბში ინვესტიცია ჩაედო და გამხდარიყო კლუბის თავმჯდომარე.

ახალი მფლობელის ხელში გადასვლის შემდეგ ადრეულ სტადიაზე, კლუბის მმართველების ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზევე გადაწყდა გუნდს შეცვლოდა სახელი, რაც გახდებოდა გუნდისათვის ახალი ცხოვრების დასაწყისი. მანჩესტერ სენტრალი და მანჩესტერ სელტიკი იყო სავარაუდო სახელწოდებები, მაგრამ ლუის როკამ, ახალგაზრდა იტალიელმა ემიგრანტმა თქვა: „რატომ არ ვუწოდებთ საკუთარ თავს „მანჩესტერ იუნაიტედს“?“. შემოთავაზებული სახელწოდება ერთხმად აიტაცეს და კლუბს ოფიციალურად დაერქვა 1902 წლის 26 აპრილი. დევისმა აგრეთვე მიზანშეწონილად მიიჩნია კლუბის ფერების შეცვლა და მწვანესა და ოქროსფერის ნაცვლად, კლუბის ფერებად აარჩიეს წითელი და თეთრი.

1902 წლის 28 სექტემბერს ჯეიმს უესტი გადადგა კლუბის მენეჯერის პოსტიდან. გუნდის მდივნად დანიშნეს ერნესტ მანგნალი . მანგნალმა მიზნად დაისახა გუნდი აღეზევებინა პირველ დივიზიონში და პირველივე ცდაზე სულ ცოტა დააკლდა მიზნამდე: გუნდი მეორე დივიზიონში მეხუთე ადგილზე გავიდა. მანგნალმა ჩათვალა, რომ საჭირო იყო გუნდის ახალი სისხლით შევსება და გუნდში მოიყვანა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მეკარე ჰარი მოგერი, ნახევარმცველი დიკ დაკუორთი და თავდამსხმელი ჯეკ პიკენი. მაგრამ გუნდისთვის ყველაზე კარგი შენაძენი გამოდგა ნახევარმცველი ჩარლი რობერტსი. ის გუნდს, მაშინდელი დროისათვის სარეკორდო თანხა, 750 გირვანქა დაუჯდა და 1904 წლის აპრილში გადმოიყვანეს გრიმსბი ტაუნიდან. ჩარლი რობერტსის დამხარებით გუნდმა 19031904 წლების სეზონში მეორე დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა და სულ 1 ქულით ჩამორჩა მეორე, პირველ დივიზიონში გადამსვლელ ადგილზე გასულ გუნდს.

შორს არ იყო ის დრო, როდესაც ახალი სახელის დარქმევის შემდეგ, გუნდი საბოლოოდ მაინც უნდა გადასულიყო პირველ დივიზიონში და ეს მათ 19051906 წლების სეზონში მოახერხეს, როდესაც მეორე დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავეს. მომდევნო სეზონი გუნდი პირველ დივიზიონს უღებდა ალღოს და მხოლოდ მერვე ადგილზე გავიდა, 1908 წელს კი თავისი პირველი ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

პირველი ტიტულის მოგებამდე რამდენიმე ხნით ადრე თანაქალაქელი გუნდი მანჩესტერ სიტი სკანდალში გაეხვა და სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესების საგანი გახდა. ძიება ეხებოდა იმას, რომ გუნდი უხდიდა ფეხბურთელებს იმაზე მეტს, ვიდრე საფეხბურთო ასოციაციის კანონებით იყო დაშვებული. საბოლოოდ სიტი 250 გირვანქით დაჯარიმდა და 8 ფეხბურთელს სამუდამოდ აუკრძალეს სიტის მაისურით თამაში. იუნაიტედი სწრაფად გაერკვა სიტუაციაში და ბილი მერედიტი, მეტსახელად უელსელი ჯადოქარი და სენდი ტურნბული გადმოიბირა სხვა რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად. ახალ ფეხბურთელებს 1907 წლის 1 იანვრამდე არ შეეძლოთ თამაში დისკვალიფიკაციის გამო და მხოლოდ 190708 წლების სეზონის ბოლოსკენ შეძლეს გუნდისათვის თავიანთი ხელის დატყობა. როდესაც ახალი ფეხბურთელები საქმეში ჩაერთნენ, პირველი მატჩი იუნაიტედმა 2-1 მოუგო შეფილდ იუნაიტედს და სულ ზედიზედ 10 მატჩი დაასრულეს გამარჯვებით. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასკვნითი ნაწილი იუნაიტედს ჩაუვარდა, საბოლოო ჯამში მეორეადგილოსან ასტონ ვილას მაინც 9 ქულით გაასწრეს.

მომდევნო სეზონის დასაწყისშივე იუნაიტედმა კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა – საკუთარ ისტორიაში პირველი ჩერითი შილდი; სიტყვასიტყვით ნიშნავს „ქველმოქმედების“ ფარს. ინგლისის სუპერთასი, რომელშიც ერთმანეთს ინგლისის ჩემპიონი და ასოციაციის თასის მომგები ხვდებიან ერთმანეთს სეზონის დასაწყისში. სეზონის ბოლოს კი იუნაიტედმა კიდევ ერთი, მისთვის ახალი ტიტული – ასოციაციის თასი მოიგო. ტურნბული და მერედიტი, ისევე როგორც თავიანთ სადებიუტო სეზონებში, ახლაც საკვანძო ფიგურები იყვნენ. ტურნბულმა ასოციაციის თასის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ გუნდი 2 წელი უტიტულოდ ასპარეზობდა, მაგრამ 191011 წლების სეზონში მეორედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული. სწორედ ამ სეზონში გადაბარგდა გუნდი ახალ სტადიონ ოლდ ტრაფორდზე. მათ პირველი მატჩი ახალ მოედანზე 1910 წლის 19 თებერვალს გამართეს ლივერპულთან, და მიუხედავად 3-0 დაწინაურებისა, 3-4 წააგეს. . .

191112 წლების სეზონი გუნდმა უტიტულოდ დაასრულა, აგრეთვე ის სეზონი გახდა პირველი იმ 41 სეზონს შორის, რომლის განმავლობაშიც გუნდს ინგლისის ჩემპიონის ტიტული არ მოუგია. ეს იყო გუნდის ისტორიაში ყველაზე გრძელი პერიოდი ჩემპიონობის გარეშე.

ხსენებული სეზონიდან 10 წლის განმავლობაში კლუბის საქმეები ნელ-ნელა უკან-უკან მიდიოდა და 1922 წელს გუნდი მეორე დივიზიონში დაქვეითდა, 1925 წელს კი დაბრუნდა პირველში, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ცხრილის შუა ნაწილში იყო გაჩხერილი, სანამ 1931 წელს ისევ არ გავარდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გუნდმა ღრმა კრიზისი გადაიტანა და ე.წ. „იო-იო კლუბის“ იხმარება ისეთ გუნდთან მიმართებაში, რომელიც ერთი სეზონი ვარდება, მეორე სეზონში ისევ იბრუნებს ადგილს, მერე ისევ ვარდება და ა.შ. სახელი დაიმკვიდრა, როდესაც 1934 წელს II დივიზიონის ბოლო, XX ადგილზე გავიდა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომამდე ბოლო სეზონამდე გუნდმა პირველი დივიზიონიდან ერთხელ გავარდნა და დაბრუნება მოასწრო, მეორე მსოფლიო ომამდე ბოლო სეზონში 193839 კი პირველ დივიზიონში მეთხუტმეტე ადგილი დაიკავა და გაინაღდა ადგილი ომის შემდგომ პირველ დივიზიონში 193945. წლებში კი, როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთში ინგლისის ჩემპიონატები არ ჩატარებულა.

                                                                                                    სერ მეტ ბასბის წლები

ბასბიმ პირველი ვინც გუნდში მიიყვანა იყო არა ფერბურთელი, არამედ ასისტენტი ჯიმი მერფი (Jimmy Murphy). კლუბის რისკი გამართლდა, რადგანაც 1947, 1948 და 1949 წლების სეზონებში „მანჩესტერმა“ ჩემპიონატებში II ადგილი დაიკავა, 1948 წელს კი ასოციაციის თასიც მოიგო. ეს წარმატება დამყარებული იყო 3 ადგილობრივ ყმაწვილზე: სტენ პირსონზე (Stan Pearson), ჯეკ როულისა (Jack Rowley) და ჩარლი მიტენზე (Charlie Mitten). როულიმ და პირსონმა 1948 წლის ასოციაციის თასის ფინალში გოლები გაიტანეს. აგრეთვე გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაბადებული ალენბი ჩილტონი (Allenby Chilton).

მოგვიანებით ჩარლი მიტენი კოლუმბიაში წავიდა, რადგანაც იმ დროისათვის კოლუმბიურ ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებდა (ნარკობარონები უხვად აფინანსებდნენ გუნდებს. . .) და ფეხბურთელებს კარგად უხდიდნენ. მიუხედავად ამისა გუნდმა მოახერხა და ინგლისის ჩემპიონობა დაიბრუნა 1952 წელს. აღსანიშნავია, რომ გუნდი საკმაოდ გამოცდილი, შესაბამისად კი ასაკოვანი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ბასბიმ იცოდა, რომ გუნდს გამოცდილების გარდა ახალი სისხლი სჭირდებოდა და ახალგაზრდული აკადემიიდან ყოველთვის ცდილობდა პატარა ბიჭების ამოწევას. ახალგაზრდებით, როჯერ ბირნით (Roger Byrne), ბილ ფოულკსით (Bill Foulkes), მარკ ჯოუნსითა (Mark Jones) და დენის ვაიოლეტით (Dennis Viollet) გუნდმა პირველ დივიზიონში მხოლოდ VIII ადგილი დაიკავა, მაგრამ 1956 წელს კიდევ ერთხელ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული: გუნდის საშუალო ასაკი 22 წელი იყო და გუნდმა ჩემპიონატის მანძილზე 103 გოლი გაიტანა. ბასმის მიერ დანერგილი ახალგაზრდული პოლიტიკა იყო საფუძველი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდებისა (1950-იანების ბოლო, 1960-იანების ბოლო, 1990-იანები).

ბასბის მიერ აღმოჩენილ ახალგაზრდებს “ბასბის ჩვილებს” (Busby Babes) უწოდებდნენ. ეს იყო კრებული ბრწყინვალე ფეხბურთელებისა და გვირგვინის ნამდვილი ბრილიანტი იყო ნახევარმცველი დანკან ედვარდსი (Duncan Edwards). ეს ბიჭი წარმოშობით დადლიდან (Dudley), უესტ მიდლენდიდან (West Midland) იყო და „იუნაიტედში“ დებიუტი 1953 წელს ჰქონდა 16 წლის ასაკში. ამბობენ, რომ ედვარდსს ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო თამაში, მისი თამაშის მნახველები კი ამბობდნენ, რომ ის იყო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. მომდევნო 1956-57 წლების სეზონში “ბასბის ჩვილებმა” კიდევ ერთხელ მოიგეს ინგლისის ჩემპიონატი და ასოციაციის თასის ფინალშიც გავიდნენ, სადაც “ასტონ ვილასთან” დამარცხდნენ.

აგრეთვე “იუნაიტედი” გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. საფეხბურთო ასოციაციის თანხმობით “იუნაიტედმა” ჩემპიონთა თასის გათამაშებაში და ნახევარფინალს უწია, სადაც მადრიდის “რეალთან” (Real Madrid) დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო ასოციაციამ წინა სეზონში “ჩელსის” (Chelsea) არ მისცა ხსენებულ ევროტურნირში ასპარეზობის უფლება.

როგორც აღვნიშნეთ, გუნდმა ნახევარფინალში გააღწია, ნახევარფინალამდე კი მათ ბელგიური “ანდერლეხტი” (Anderlecht) დაამარცხეს 10-0 “სიტის” სტადიონ “მეინ როუდზე” (Maine Road). და ეს ანგარიში დღემდე არის ყველაზე დიდი, რომლითაც კი “იუნაიტედს” მოუგია, ყველა ტურნირის გათვალისწინებით.

ტიტულები

  • ინგლისის ჩემპიონი: 19
    • 1907-08, 1910-11, 1951-52, 1955-56, 1956-57, 1964-65, 1966-67, 1992-93, 1993-94, 1995-96, 1996-97, 1998-99, 1999-2000, 2000-01, 2002-03, 2006-07, 2007-08, 2008-09, 2010-11
  • ინგლისის თასი: 11
    • 1909, 1948, 1963, 1977, 1983, 1985, 1990, 1994, 1996, 1999, 2004
  • ინგლისის ლიგის თასი: 3
    • 1992, 2006,2009
  • ინგლისის სუპერ თასი: 17
    • 1908, 1911, 1952, 1956, 1957, 1965, 1967, 1977, 1983, 1990, 1993, 1994, 1996, 1997, 2003, 2007,2010
  • ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 3
    • 1968, 1999, 2008
  • თასების თასი: 1
    • 1991
  • უეფას სუპერ თასი: 1
    • 1991
  • საკონტინენტთაშორისო თასი: 1
    • 1999
  • საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი: 1
    • 2008

გამოყენებული მასალა :  http://www.manutd.com     http://www.manunited.fanebi.com

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა

Posted: June 10, 2011 by ლადო მეყანწიშვილი in ლადოს საავტორო სვეტი

 

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (ინგლ. UEFA Champions League) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით.

თავდაპირველად ტურნირს ეწოდებოდა ევროპის ჩემპიონთა თასი (1955/19561991/1992 წლებში), და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები. 1992/1993 წლების სეზონიდან ტურნირმა ახლანდელი სახელწოდება მიიღო და შეიცვალა გათამაშების ფორმატი (3 საკვალიფიკაციო რაუნდი, ჯგუფური ეტაპი და პლეი–ოფი).

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს, ესპანურმა გუნდებმა 12-ჯერ მოახერხეს გამარჯვება. მეორე ადგილს იტალია და ინგლისი ინაწილებენ, ამ ქვეყნის გუნდებმა 11-ჯერ მოახერხეს გამარჯვება. მესამე ადგილზე გერმანიაა 6 გამარჯვებით. სულ 10 ქვეყნის გუნდმა მოახერხა ჩემპიონთა თასის მოპოვება.

 

სეზონი გამარჯვებული ქვეყანა ანგარიში დამარცხებული ქვეყანა
1955-56
ვრცლად
რეალი (მადრიდი) დროშა: ესპანეთი ესპანეთი 4:3 რეიმსი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1956-57 რეალი (მადრიდი) დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2:0 ფიორენტინა იტალიის დროშა იტალია
1957-58 რეალი (მადრიდი) დროშა: ესპანეთი ესპანეთი 3:2
დმ
მილანი იტალიის დროშა იტალია
1958-60 რეალი (მადრიდი) დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2:0 რეიმსი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1959-60 რეალი (მადრიდი) დროშა: ესპანეთი ესპანეთი 7:3 აინტრახტი (ფრანკფურტი) დროშა: გერმანია გერმანია
1960-61 ბენფიკა დროშა: პორტუგალია პორტუგალია 3:2 ბარსელონა დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1961-62 ბენფიკა დროშა: პორტუგალია პორტუგალია 5:3 რეალი (მადრიდი) დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1962-63 მილანი იტალიის დროშა იტალია 2:1 ბენფიკა დროშა: პორტუგალია პორტუგალია
1963-64 ინტერი იტალიის დროშა იტალია 3:1 რეალი (მადრიდი) დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1964-65 ინტერი იტალიის დროშა იტალია 1:0 ბენფიკა დროშა: პორტუგალია პორტუგალია
1965-66 რეალი (მადრიდი) დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2:1 პარტიზანი დროშა: იუგოსლავია იუგოსლავია
1966-67 სელტიკი დროშა: შოტლანდია შოტლანდია 2:1 ინტერი იტალიის დროშა იტალია
1967-68 მანჩესტერ იუნაიტედი დროშა: ინგლისი ინგლისი 4:1
დმ
ბენფიკა დროშა: პორტუგალია პორტუგალია
1968-69 მილანი იტალიის დროშა იტალია 4:1 აიაქსი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი
1969-70 ფეიენოორდი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი 2:1
დმ
სელტიკი დროშა: შოტლანდია შოტლანდია
1970-71 აიაქსი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი 2:0 პანათინაიკოსი საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
1971-72 აიაქსი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი 2:0 ინტერი იტალიის დროშა იტალია
1972-73 აიაქსი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი 1:0 იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია
1973-74 ბაიერნი დროშა: გერმანია გერმანია 1:1; 4:0 ატლეტიკო დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1974-75 ბაიერნი დროშა: გერმანია გერმანია 2:0 ლიდსი დროშა: ინგლისი ინგლისი
1975-76 ბაიერნი დროშა: გერმანია გერმანია 1:0 სენტ ეტიენი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1976-77 ლივერპული დროშა: ინგლისი ინგლისი 3:1 ბორუსია (მიუნხენგლადბახი) დროშა: გერმანია გერმანია
1977-78 ლივერპული დროშა: ინგლისი ინგლისი 1:0 ბრიუგე დროშა: ბელგია ბელგია
1978-79 ნოტინგემი დროშა: ინგლისი ინგლისი 1:0 მალმიუ დროშა: შვედეთი შვედეთი
1979-80 ნოტინგემი დროშა: ინგლისი ინგლისი 1:0 ჰამბურგი დროშა: გერმანია გერმანია
1980-81 ლივერპული დროშა: ინგლისი ინგლისი 1:0 რეალი (მადრიდი) დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1981-82 ასტონ ვილა დროშა: ინგლისი ინგლისი 1:0 ბაიერნი დროშა: გერმანია გერმანია
1982-83 ჰამბურგი დროშა: გერმანია გერმანია 1:0 იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია
1983-84 ლივერპული დროშა: ინგლისი ინგლისი 1:1
დმ; პენ.4:2
რომა იტალიის დროშა იტალია
1984-85 იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია 1:0 ლივერპული დროშა: ინგლისი ინგლისი
1985-86 სტიაუა დროშა: რუმინეთი რუმინეთი 0:0
დმ; პენ.2:0
ბარსელონა დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1986-87 პორტუ დროშა: პორტუგალია პორტუგალია 2:1 ბაიერნი დროშა: გერმანია გერმანია
1987-88 პსვ დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი 0:0
დმ; პენ.6:5
ბენფიკა დროშა: პორტუგალია პორტუგალია
1988-89 მილანი იტალიის დროშა იტალია 4:0 სტიაუა დროშა: რუმინეთი რუმინეთი
1989-90 მილანი იტალიის დროშა იტალია 1:0 ბენფიკა დროშა: პორტუგალია პორტუგალია
1990-91 ცვენა ზვეზდა დროშა: იუგოსლავია იუგოსლავია 0:0
დმ; პენ.5:3
ოლიმპიკი (მარსელი) დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1991-92 ბარსელონა დროშა: ესპანეთი ესპანეთი 1:0
დმ
სამპდორია იტალიის დროშა იტალია
1992-93 ოლიმპიკი (მარსელი) დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 1:0 მილანი იტალიის დროშა იტალია
1993-94 მილანი იტალიის დროშა იტალია 4:0 ბარსელონა დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1994-95 აიაქსი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი 1:0 მილანი იტალიის დროშა იტალია
1995-96 იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია 1:1
დმ; პენ.4:2
აიაქსი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი
1996-97 ბორუსია (დორტმუნდი) დროშა: გერმანია გერმანია 3:1 იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია
1997-98 რეალი (მადრიდი) დროშა: ესპანეთი ესპანეთი 1:0 იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია
1998-99 მანჩესტერ იუნაიტედი დროშა: ინგლისი ინგლისი 2:1 ბაიერნი დროშა: გერმანია გერმანია
1999-2000 რეალი (მადრიდი) დროშა: ესპანეთი ესპანეთი 3:0 ვალენსია დროშა: ესპანეთი ესპანეთი
2000-01 ბაიერნი დროშა: გერმანია გერმანია 1:1
დმ; პენ.5:4
ვალენსია დროშა: ესპანეთი ესპანეთი
2001-02 რეალი (მადრიდი) დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2:1 ბაიერი (ლევერკუზენი) დროშა: გერმანია გერმანია
2002-03 მილანი იტალიის დროშა იტალია 0:0
დმ; პენ.3:2
იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია
2003-04 პორტუ დროშა: პორტუგალია პორტუგალია 3:0 მონაკო დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
2004-05 ლივერპული დროშა: ინგლისი ინგლისი 3:3
დმ; პენ.3:2
მილანი იტალიის დროშა იტალია
2005-06
ვრცლად
ბარსელონა დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2:1 არსენალი დროშა: ინგლისი ინგლისი
2006-07 მილანი იტალიის დროშა იტალია 2:1 ლივერპული დროშა: ინგლისი ინგლისი
2007-08 მანჩესტერ იუნაიტედი დროშა: ინგლისი ინგლისი 1:1
დმ; პენ.6:5
ჩელსი დროშა: ინგლისი ინგლისი
2008-09 ბარსელონა დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2:0 მანჩესტერ იუნაიტედი დროშა: ინგლისი ინგლისი
2009-10
ვრცლად
ინტერი იტალიის დროშა იტალია 2:0 ბაიერნი დროშა: გერმანია გერმანია
2010-11 ბარსელონა დროშა: ესპანეთი ესპანეთი 3:1 მანჩესტერ იუნაიტედი დროშა: ინგლისი ინგლისი

 

 

გამოყენებული მასალა :  http://www.uefa.com     http://www.ka.wikipedia.org

კრიშტიანუ რონალდუ

Posted: June 9, 2011 by ლადო მეყანწიშვილი in ლადოს საავტორო სვეტი

კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ (პორტ: Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro) (დ. 5 თებერვალი, 1985, ფუნშალი, პორტუგალია) – პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალში ასპარეზობს. რონალდუ ასევე პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წევრია. 2007-08 წ.წ სეზონში რონალდუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, ის დაასახელეს პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად.

იოჰან კრუიფმა 2008 წლის 2 აპრილის ინტერვიუში პორტუგალიელ ფეხბურთელზე შემდეგი რამ თქვა: “რონალდუ უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი.”

ბავშვობაში რონალდუს საყვარელი გუნდი ლისაბონის ბენფიკა იყო. რვა წლის ასაკში, კრიშტიანუ ანდორინიაში ასპარეზობდა, საიდანაც 1995 წელს ის ნასიონალში გადაბარგდა. ამ კლუბის რიგებში ფეხბურთელმა პორტუგალის ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოიგო და 2 წლის შემდეგ უკვე პორტუგალიის ერთერთ წამყვან კლუბში, – ლისაბონის სპორტინგში გადაბარგდა. ამ ტრანსფერის თანხა დღემდე უცნობია.

რონალდუ თავიდანვე ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა. თუმცა ის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი სპორტინგის ისტორიაში, რომელსაც 16-წლამდელთა გუნდიდან ძირითად გუნდში გადასვლისათვის სულ რაღაც 1 სეზონი დასჭირდა. მან სწორედ ამ დროში გაიარა 4 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი. სადებიუტო შეხვედრაში კრიშტიანუმ მორეირენსეს ორი გოლი გაუტანა. იმავე წელს კი ეროვნული გუნდის რიგებში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

რონალდუს შეძენის პირველი მსურველი გახლდათ ინგლისური ლივერპული, თუმცა ბრიტანელების მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალგაზრდული ასაკის გამო არ გადაიბირა. სამაგიეროდ, რონალდუს თამაშით სრულიად კმაყოფილი დარჩა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც კრიშტიანუს ასპარეზობით 2003 წლის ზაფხულში მოიხიბლა, როცა სპორტინგმა ამხანაგურ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედი სწორედ რონალდუს დიდებული თამაშის ხარჯზე დაამარცხა. ინგლისური გრანდის ფეხბურთელები რონალდუს თამაშით აღფრთოვანებულები დარჩნენ და სწორედ მათ ურჩიეს ფერგიუსონს ახალგაზრდა მოთამაშის გადაბირება.

რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი 2003 წლის ზაფხულში გახდა, როცა ის ინგლისურმა კლუბმა 12,24 მლნ. ევროდ შეიძინა. თავიდანვე კრიშტიანუმ 28-ნომრიანი მაისურით ასპარეზობა განიზრახა. ამს არ სურდა მიეღო ვაკანტრუი მე-7 ნომერი, რომელითაც თავის დროზე იუნაიტედის ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი. “როდესაც გუნდს შევუერთდი, მწვრთნელმა მითხრა, თუ რა ნომრით მსურდა ასპარეზობა. მე 28 დავუსახელე. მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა, რომ ადრე თუ გვიან 7-ნომრიან მაისურს მაინც მოვირგებდი და ჯობდა ეს ახალვე მოხმდარიყო. ეს კი ჩემთვის მოტივაციის ძალიან დიდი წყარო გახლდათ. მხვდა პატივი, მეტარებინა იუნაიტედის 7-ნომრიანი მაისური.”

რონალდუს დებიუტი ახალ გუნდში შედგა ბოლტონის წინააღმდეგ. ის მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. 2005 წლის 29 ოქტომბერს კი მიდლსბროსთან 4-1 წაგებულ მატჩში მან გაიტანა იუნატედის ისტორიაში საიუბილეო, მეათასე პრემიერლიგური გოლი. იმ სეზონში რონალდუმ საერთო ჯამში 10 გოლი გაიტანა და წლის ბოლოს, იუნაიტედის ფანებმა გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზიც გადასცეს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე უეინ რუნისთან მოხმდარი ინციდენტის გამო, რონალდუს ფანებმა შემდეგი სიმღერა მიუძღვნეს: “მხოლოდ ერთი რონალდო არსებობს.” 2006 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ფეხბურთელი პრემეირლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ზედიზედ ორჯერ კი ეს ჯილდო მხოლოდ დენის ბერგკამპსა და რობი ფაულერს ჰქონდათ მოგებული. მანჩესტერულ კარიერაში ორმოცდამეათე გოლი კი რონალდუმ მანჩესტერ სიტის გაუტანა. იმავე წელს კი იუნაიტედმა 4-წლიანი შესვენების შემდეგ პრემიერლიგა მოიგო.

2007 წლის მარტში რონალდუს სანაცვლოდ მადრიდის რეალი სარეკორდო თანხას, 80 მლნ. ევროს იხდიდა. ხელფასის სახით კი ფეხბურთელს 120 000 გირვანქას ჰპირდებოდა, თუმცა იმავე წლის 13 აპრილს, ახალი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.

იმავე სეზონის პორტუგალიელმა ინდივიდუალური ჯილდოებიც მოიპოვა: ის დაასახელეს ინგლისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და ასევე პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ.

2007-08 წ.წ სეზონი კი რონალდუსთვის უიღბლოდ დაიწყო, რამეთუ პირველივე ოფიციალურ მატჩში გააძევეს პორტსმუთთან შეხვედრაში. სეზონის სადებიუტო გოლი კი კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა, კიევის დინამოს წინააღმდეგ.

2007 წელს პორტუგალიელმა კაკას შემდეგ ოქროს ბურთის ლაურეანტებში მეორე ადგილი დაიკავა.

2008 წლის 12 იანვარს კი რონალდუმ თავის მანჩესტერულ კარიერაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი, ეს ნიუკასლთან მატჩში მოხდა. ჩემპიონთა ლიგაში კი მისი გუნდი სულ უფრო წინ მიიწევდა, მანჩესტერელებმა 1/8-ფინალში ფრანგული ლიონი დაამარცხეს, რონალდუმ განმეორებით მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

2008 წლის 19 მარტს კი, ბოლტონთან მატჩში კრიშტიანუმ პირველად უკაპიტნა მანჩესტერ იუნაიტედს. შეხვედრა კი მისმა გუნდმა 2-0 მოიგო. ორივე გოლი თავის ანაგრიშზე სწორედ რონალდუმ ჩაიწერა. საბოლოო ჯამში, პორტუგალიელმა წლის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილი, ოქროს ბუცი მოიპოვა, გაასწრო რა 8 ქულით მეორე ადგილზე გასულ დანიელ გისას.

2007-2008 წ.წ. სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რონალდუმ ჩელსის წინააღმდეგ, ანგარიშის გახსნა მოახერხა. საბოლოო ჯამში, კი ტიტულს მისი გუნდი დაესაკუთრა, ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგეს, ანგარიშით 6-5.

2008 წლის ზაფხულში პორტუგალიელი მადრიდის რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა მანჩესტერულმა მხარემ იუარა. აგვისტოში კი თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ ის მინიმუმ ერთი სეზონით კვლავ მანჩესტერში აპირებს დარჩენას.

რონალდუს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოში შედგა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე და იმავე წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი რონალდუს თანაგუნდელ უეინ რუნისთან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მიუხედვაად ამისა, ახალი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეს და განაცხადეს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია.

2008 წელს კი კრიშტიანუმ ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე იასპარეზა, სადაც მისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, 1/4-ფინალურ სტადიაზე.

2007 წლის 6 თებერვალს რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებს პირველად უკაპიტნა, ბრაზილის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ ერთ-რთ ეპიზოდში კამერას შეაურთხა, რის გამოც სამკლავური ჩამოართვეს.

გამოყენებული მასალა : http://www.manunited.fanebi.com     http://www.manutd.com    http://www.ka.wikipedia.org