Archive for the ‘ნიკას საავტორო სვეტი’ Category

 

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, სტარტი აიღო პლანეტის ყველაზე პრესტიჟულმა საჩოგბურთო ტურნირმა, უიმბლდონის გათამაშებამ. 2 კვირის განმავლობაში გულშემატკივართა ყურადღება სწორედ ლონდონის გარეუბნის კორტებისკენ იქნება მიპყრობილი, ჩვენ კი უიმბლდონის შეჯიბრების შესახებ რამდენიმე საყურადღებო ამბავი გვსურს გაგაცნოთ.

უიმბლდონის ისტორია სათავეს შეჯიბრების პირველი მატჩის ჩატარებამდე 9 წლით ადრე იღებს. 1868 წელს ლონდონში დაარსდა კლუბი, რომელიც იმდროინდელ ინგლისში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის, კრიკეტის მოყვარულებს აერთიანებდა. 1875-ში “სრულიად ინგლისის კრიკეტ-კლუბის” (ოფიციალურად ამგვარი სახელი ერქვა გაერთიანებას) ერთ-ერთმა წევრმა ამხანაგებს “ლაუნ-ტენისის” (ბალახის, უფრო სწორად თუ ვიტყვით, მდელოს ჩოგბურთი) თამაშმა მოწონება დაიმსახურა და 1877 წელს პირველი შეჯიბრებაც ჩატარდა. ასპარეზობაში მონაწილეობის სურვილი ოცდასამმა ადამიანმა გამოთქვა, ერთმა კი ზედ სტარტის წინ კორტზე გასვლა იუარა და ერთ კვირაში ტურნირიც მორჩა. პირველი ჩემპიონი სპენსერ გორი გახდა, რომელმაც 200 გულშემატკივრის თვალწინ მოიპოვა საუკეთესოს ტიტული, ფინალზე დასასწრები ბილეთი კი ერთი შილინგი ღირდა. ასე დაიწყო უიმბლდონის ისტორია, რომელმაც ჩოგბურთის მოყვარულებში უდიდესი ავტორიტეტი მოიხვეჭა და თუკი პირველ ფინალურ პაექრობაზე ბილეთის ფასი შილინგი იყო, სადღეისოდ მამაკაცთა და ქალთა ასპარეზობების ერთეულთა თანრიგის გადამწყვეტ მატჩზე დასასწრები ზოგიერთი ბილეთის ფასი ათას გირვანქას სცდება.
მეცხრამეტე საუკუნეში როგორც ჩოგბურთი, ასევე უიმბლდონის ტურნირი სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა, კრიკეტი კი თანდათან მეორე პლანზე გადავიდა. იმავე ასწლეულის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა ჩოგბურთის ძირითადი წესები და დღევანდლამდე მათ არცთუ დიდი მეტამორფოზა განიცადეს. თუმცა, თავად უიმბლდონის ტურნირის ჩატარების წესი საგრძნობლად გადასხვაფერდა. არ იყო თაი-ბრეიკის წესი, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგანაც ეს იდეა მეოცე საუკუნის 60-იან წლებში დაინერგა. ამასთან, 1921 წლამდე უიმბლდონის წინა გათამაშების ჩემპიონი ძირითად ტურნირში მონაწილეობას არ იღებდა. იგი Challenge round-ად წოდებულ ფინალში ავტომატურად გახლდათ დაშვებული და მხოლოდ ერთ მატჩში უწევდა ტიტულის დაცვა. თუკი მოქმედი ჩემპიონი ტიტულის დაცვაზე ამა თუ იმ მიზეზით უარს იტყოდა, გამარჯვებულად პრეტენდენტთა შეჯიბრების გამარჯვებული ცხადდებოდა. 1922 წლამდე ამგვარი რამ ექვსჯერ მოხდა.
1922 წლიდან ჩემპიონის გამოვლენის ეს წესი გაუქმდა და იმავე სეზონიდან დღემდე უიმბლდონის ტურნირის მატჩები Church Road-ის კორტებზე ტარდება. ახალ სარბიელზე გადასვლის პირველ წლებში უიმბლდონს ფრანგები, ჟან ბოროტრა, რენე ლაკოსტი და ანრი კოშე იგებდნენ. თითოეულმა “მუშკეტერმა” ორ-ორი ტიტული მოიგო, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე კი, წყვილად გამარჯვება ინგლისელებმაც, ფრედ პერიმ და დონალდ ბაჯმა მოახერხეს. პირველი მათგანი უკანასკნელი ბრიტანელია, რომელმაც უიმბლდონის ჩემპიონის ტიტული მოიხვეჭა, ბაჯმა კი 1938 წელს ოთხივე სადიდსლემო შეჯიბრება მოიგო, მაგრამ პროფესიონალებში გადაბარგდა და უიმბლდონზე ასპარეზობის უფლებაც ჩამოერთვა. მეორე მსოფლიო ომის გამო 1946 წლამდე უიმბლდონის კორტებზე სიჩუმე იყო დასადგურებული…
1953 წელს კი ამერიკელი ქალი მორინ კონოლი “სუსტი სქესის” პირველი წარმომადგენელი გახდა, რომელმაც დიდი სლემის ოთხივე ასპარეზობაზე იმარჯვა, მომდევნო სეზონში მან კიდევ ერთხელ მოიპოვა უიმბლდონის ჩემპიონის ტიტული და საჩოგბურთო კარიერა დაასრულა. საამისო მიზეზი კი მძიმე ტრავმა შეიქნა, რომელიც კონოლიმ ცხენზე ჯირითობისას მიიღო – მოყვარულ ჟოკეისა და მის ოთხფეხა მეგობარს სათვირთო ავტომობილი შეეჯახა. ამით მორინის სპორტულ კარიერას წერტილი დაესვა, 1969 წელს კი იგი კუჭის კიბომ იმსხვერპლა.
იმავე 1969 წელს საჩოგბურთო სამყაროში მნიშვნელოვანი რამ მოხდა. “ღია ეპოქის” დადგომის შემდეგ უიმბლდონზე დაბრუნებულმა ავსტრალიელმა როდ ლეივერმა, ფინალში თანამემამულე ჯონ ნიუკომბს სძლია, რამდენიმე თვეში აშშ-ის ღია პირველობაც მოიგო და კარიერაში მეორედ მოახერხა სეზონის განმავლობაში “დიდი სლემის” “შეგროვება”. “ღია ეპოქაში” ლეივერის მიღწევის გამეორება მამაკაცთაგან ვერავინ შეძლო, 1988 წელს კი ავსტრალიელის შედეგი გერმანელმა ქალმა შტეფი გრაფმა აჩვენა.
გასული საუკუნის 70-იანმა წლებმა დიდწილად განსაზღვრა ჩოგბურთის შემდგომი განვითარება. მამაკაცთა შორის განსაკუთრებულ ინტერესს შვედი ბიორნ ბორგისა და ამერიკელი ჯიმი კონორსის, შემდეგ კი სკანდინავიელისა და ასევე “იანკის” ჯონ მაკინროის დაპირისპირება იწვევდა, ქალებში კი ყველაზე დიდი ინტრიგა კრის ევერტისა და ბილი-ჯინ კინგის პაექრობები, მოგვიანებით კი კონორსის ყოფილი მეუღლის ევერტისა და მარტინა ნავრატილოვას პაექრობებს ჰქონდა. კარიერის დასრულების შემდეგ ბორგმა განაცხადა, მე და ჯონმა ჩოგბურთი თვისობრივად ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანეთო.
მიუხედავად იმისა, ინგლისელები თავიანთი კონსერვატიულობით რომ არიან ცნობილნი, უიმბლდონის ტურნირის ჩატარებისას მათ რამდენიმე “პიონერული” ცვლილებაც განახორციელეს. 1971 წელს სწორედ ამ ტურნირზე შემოვიდა ტაი-ბრეიკის მცნება. 2007 წლიდან ლონდონში Hawk-eye  (“ქორის თვალი”) დანერგეს, ხოლო 2009 წლიდან მოყოლებული, უიმბლდონის ცენტრალურ კორტს სახურავი დაუმონტაჟეს, რომელიც წვიმის შემთხვევაში კორტსა და ტრიბუნებს “საკუთარი ფრთის ქვეშ” შეიფარებს.
ბოლოს კი, უიმბლდონის ტურნირის რამდენიმე რეკორდზე შევაჩერებთ თქვენ ყურადღებას. “ღია ეპოქაში” მამაკაცთაგან ყველაზე მეტი საჩემპიონო წოდება ამერიკელმა პიტ სამპრასმა მოიპოვა. იგი შვიდჯერ გახდა ერთეულთა შეჯიბრების გამარჯვებული, ამავე თანრიგში ქალთაგან კი ყველაზე მეტი ტიტული, 9 მარტინა ნავრატილოვას ანგარიშზეა. ყველა თანრიგის გათვალისწინებით კი, პირველობას ნავრატილოვა და ბილი ჯინ კინგი ინაწილებენ – მათ ერთეულთა წყვილთა და შერეულ წყვილთა შორის 20-20-ჯერ მოიგეს ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ასპარეზობა. ბორის ბეკერმა ყველაზე ახალგაზრდამ შეძლო უიმბლდონის შეჯიბრების მოგება. 1985 წლის ფინალური ასპარეზობის დღეს გერმანელი 17 წლისა და 227 დღის ასაკისა გახლდათ. შარშან კი ტურნირის პირველ წრეში ამერიკელმა ჯონ იზნერმა და ფრანგმა ნიკოლა მაუმ გამარჯვებულის გამოვლენას 11 საათი და 5 წუთი (!) მოანდომეს. ბოლო სეტი იზნერმა საკალათბურთო ანგარიშით, 70:68 მოიგო. ეს მეტოქეები ერთმანეთს წელსაც სასტარტო მატცში შეხვდებიან…

Advertisements

ოფიციალურად გახდა ცნობილი ის ქალაქები, რომლებიც 2013 წლის ევროტურნირების ფინალებს უმასპინძლებენ. ერთწლიანი შესვენების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კვლავ ლონდონში, “უემბლის” სტადიონზე გაიმართება; ევროპის ლიგის ფინალს “ამსტერდამ არენა” უმასპინძლებს, ხოლო ამ ორი ტურნირის გამარჯვებულები, ევროპის სუპერთასზე, ერთმანეთს პრაღაში, “სინოტ ტიპ არენაზე” დაუპირისპირდებიან.
ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა, რომ 3 წლის განმავლობაში, ფინალისთვის ერთ სტადიონს 2-ჯერ ემასპინძლოს. აქამდე არსებული რეკორდი ასევე ლონდონსა და ძველ “უემბლის” ეკუთვნით. 1968-71 წლებში, ინგლისის დედაქალაქში ფინალი 2-ჯერ გაიმართა.
3 წლის განმავლობაში ერთ სტადიონზე ფინალის მეორედ ჩატარებას თავისი მიზეზი აქვს. 2013 წელს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას 150 წელი უსრულდება. ეს ასოციაცია მსოფლიოში ყველაზე ძველია და მის მიმართ პატივისცემის გამოხატვა უეფა-მ სწორედ ასე გადაწყვიტა.

საქართელოს 23–ე თასის ფინალში პირველად მოხდა როდესაც ფინალში გავიდა გუნდი,რომელიც უმაღლეს ლიგაში არ თამაშობდა,საუბარია საფეხბურთო კლუბ გაგრაზე,რომელმაც თასის ფინალამდე ძალიან ძნელი გზა გაიარა,თუმცა შეიძლება ითქვას რომ დამსახურებულად გავიდა,გამოაგდო რა თბილისის დინამო თერთმეტმეტრიანების სერიით,შემდეგ კი თბილისის ვიტ ჯორჯიას ორი მატჩის ჯამში 7–2 მოუგო.ასევე რთული გზა ჰქონდა ქუთაისის ტორპედოსაც,ბოლნისის სიონის და ზუგდიდის ბაიას გამგდების მერე,ტორპედო ჩემპიონ ზესტაფონს შეხვდა და დაძაბულ მატჩებში დაამარცხა 1–0.

თასის ფინალში ფავორიტად ტორპედო ითვლებოდა,ქუთაისიდან ხუთი ათასამდე გულშემატკივარი ჩამოვიდა თამაშზე დასასწრებად,ქუთაისელთა ფავორიტობას აძლიერებდა ერთი ფაქტი,გაგრას საუკეთესო ფეხბურთელი,ნიგერიელი ოვონიკოკო ტრამვირებული იყო,ხოლო ტორპედოს ყველა ფეხბურთელი ჯანზე ყავდა.

ყველას და გასაკვირად შეხვედრა გაგრელთა უპირატესობით დაიწყო,უკრაინელი ანატოლი პასკოვიცის მიერ დამოძღვრილი გუნდი სწრაფად უტევდა ტორპედოს,საწყის ოც წუთში ორჯერ შეეძლოთ კიდეც გოლის გატანა,თუმცა კი გაბედავას დარტყმა ძელს მოხდა,ხოლო უკრაინელმა ლეგიონერმა ორდინსკიმ სულ ცოტათი ააცილა კარს.გამოსარჩევია გაგრას კიდევ ერთი უკრაინელის,ნაკონეჩნის თამაში,ფიზიკურად მეტისმეტად ძლიერი ფეხბურთელი მთელი თამაშის განმავლობაში არ დაღლილა და ჭკვიანური პასებით მიყავდა გაგრას თამაში.ტაიმის შუა წელში ნომინალური სტუმრები გააქტიურდნენ,თენგიზ ჩიკვილაძის საფირმო შორეული დარტყმა ხარიხას მოხვდა,ხოლო რევაზ გოცირრიძემ ორი ასპროცენტიანი ბურთი ვერ გაიტანა,პირველი თავური,გაგრელთა მეკარემ სეფიაშვილმა აიღო(სეფიაშვილი მთელი თამაში უშეცდომო იყო და სამი–ოთხი ძალიან რთული ბურთიც აიღო),მეორე თავური კი ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმი შედარებით მშვიდი გამოდგა,ამის მიზეზი იყო ის,რომ ორივე გუნდი ნაკლებად რისკავდა,ერთი გაშვებული გოლი ფაქტობრივად თასის დაკარგვას და უეფას ევროლიგის საგზურის გარეშე დარჩენას ნიშნავდა.ქუთაისელებს ქონდათ რამოდენიმე შანსი,თუმცა კი დოლიძის და სეთურიძის დარტყმები სეფიაშვილმა საოცარ ნახტომებში აიღო.გაგრელებსაც ჰქონდათ რამოდენიმე ნახევრად მომენტი ,თუმცა კი ქუთაისელთა მეკარე ომარ მიგინეიშვილი უშეცდომო იყო.

ძირითადი დრო ფრედ,0–0 მორჩა,დაინიშნა დამატებითი დრო,რომელიც ასევე ფრთხილი თამაშით გამოირჩეოდა,სახიფათო მომენტებიო თითქმის არ იქმნებოდა,ყველაფერი თერთმეტმეტრიანების სერიისკენ მიდიოდა,ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი ემკარის შეცვლასაც აპპირებდა,მისი აზრით სათადარიგო მეკარე ქვილითაია გაცილებით კარგია პენალტების სერიაში,თუმცა კი საქმე აქამდე არ მივიდა,116–ე წუთზე,უკრაინელი ნაკონეჩნის თითქოსდა უხიფათო საჯარიმოს,ქუთაისელთა კაპიტნის,ვეტერანი სევასტი თოდუას თავური მოყვა,ბურთი ქუთაისელთა კარში აღმოჩდა,კაპიტანმა გუნდი აშკარად დააღალატა,თამაში კი ასე მორჩა 1–0,საქართელოს თასის ისტორიაში პირველად მოხდა როდესაც თასი მოიგო არაუმაღლესლიგელმა გუნდმა.ზაფხულიდან გაგრა საქართველოს წარადგენს ევროპის ლიგაზე.

       თამაშის შემდეგ.

       მწვრნელთა კომენტარები:

  ნატოლი პისკოვეცი – ძალიან  ბედნიერი ვარ. კარგი თამაში გამოვიდა, იყო სახიფათო მომენტები, კომბინაციები, ძელები… ორივე გუნდმა   კარგი ფეხბურთი ითამაშა და საბედნიეროდ, ჩვენ მოვიგეთ.

– ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვებით. მანამდე, ალბათ, შემადგენლობის გაძლიერებაზეც იზრუნებთ.

– სელექცია იქნება, თუმცა ამ ეტაპზე რაიმეს დაკონკრეტება არ შემიძლია. ჩვენთვის რთული სეზონი იყო – ჩემპიონატ-თასიანად 39 მატჩი ვითამაშეთ, პირველ ლიგაში ლიდერები ვიყავით და ეს ფსიქოლოგიური ტვირთი იყო გუნდისთვის. საბედნიეროდ, ბიჭებმა ყველაფერს გაუძლეს და უმაღლეს ლიგაშიც ვითამაშებთ.

გია გიგატაძე:რამოდენიმე მომენტი გვქონდა თუმცა ვერ გამოვიყენეთ,ძალიან დასანანი შეხვედრა წავაგეთ.

25 მაისს,ფეხბურთის ფედერაციის შებნობაში გაიმართა ფედერაციის აღმასკომის სხდომა,სადაც განხილული იყო ახალი პროექტი,რომელიც შეეხებოდა უმაღლესი ლიგის რეგლამენტის ცვლილებას,ხმათა უმრავლესობით რეგლამენტის ცვლილება დამტკიცებული იქნა.

გადავხედოთ ჯერ 2010–2011 წლების რეგლამენტს.ახლახანს დასრულებულ ჩემპიონატში ათი გუნდი მონაწილეობდა,თამაშები ტარდებოდა 4 წრედ,ანუ თითოეული გუნდი ერთმანეთს ოთხჯერ ხვდებოდა,ორჯერ საშინაო მოედანზე,ორჯერ კი სტუმრად.პირველი სამი გუნდი გადიოდა ევროპის ზონაში,ბოლო ორი გუნდი ვარდებოდა,ხოლო მერვე ადგილოსანი გადათამააშებაში იღებდა მონაწილეობას,პირველი ლიგის მესამე ადგილოსან გუნდათან.

ახლანდელი რეგლამენტი,რომლის მიხედვითაც ჩატარდება 2011–12 წლების ჩემპიონატი.ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს თორმეტი საფეხბურთო კლუბი(ზესტაფონი,დინამო,ოლიმპი,ტორპედო,ვიტ ჯორჯია,სიონი,ბაია,კოლხეთი,დილა,მერანი,სპარტაკი,გაგრა),გუნდები პირველ წრეში ჩაატრებენ 22 შეხვედრას,ერთ საშინაო,ერთ გასვლითს.პირველი წრის შემდეგ გუნდები დაიყოფიან ორ ნაწილად,პირველი რვა გუნდი ერთმანეთში იბრძოლებს ჩემპიონობისთვის,ხოლო ბოლო რვა გუნდს დაემატება პირველი ლიგიდან გადმოსული ოთხი გუნდი და რვა გუნდი იბრძოლებს უმაღლესში დარჩენისთვის,ბოლო ოთხეული დაქვეითდება პირველ ლიგაში.

ასეთია რეგლამენტის ცვლილება,ახლა კი ცვლილების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

დადებითი:

1)გუნდების რაოდენობის გაზრდა,გამოიწვევს ფეხბურთელების მატებას,უფრო მეტია შანსი ნიჭიერი ბიჭების აღმოსაჩენად,რომლებიც შემდგომ სხავდასხვა ასაკობრივ ნაკრებებს გამოადგებიან.

2)გაიზარდა მონაწილე გუნდების გეოგრაფია(დაემატა მარტვილი,გორი) რაც ხელს შეუწყობს ფეხბურთის პოპულარიზაციას რეგიონებში.

3)ზვიად სიჭინავამ განაცხადა,რომ სახელმწიფოს დახმარებით ყველა მონაწილე გუნდს უახლოეს დროში გაურემნონტდება–გაუკეთდება მაღალი დონის სტადიონები,მივიღებთ თორმეტი კარგი(საშუალო) დონის სტადიონს(ახლა მაღალ დონეს,მხოლოდ ხუთი სტადიონი აკმაყოფილებს:ქუთაისი,თბილისი,ზესტაფონი,რუსთავი და ვიტ ჯორჯიას ახლახანს გარემონტებული მცხეთური სტადიონი)

4)დიდი ალბათობაა იმის,რომ შემცდირდეს ჩაწყობილი თამაშები.

5)ჩემპიონატი იქნება დაძაბული რაც გამოიწვევს მაყურებლების მომატებას,ასევე შეიძლება სხვადასხვა კომპანიებმა დაასპონსორონ ჩემპიონატი,რაც დამატებითი შემოსავალია.

უარყოფითი:

1)გასულ წელს,ათ გუნდიან ლიგაში,ჩემპიონატის მიმდინარეობისას ოთხ გუნდს(სპარტაკს,კოლხეთს,ბაიას,სამტრედიას),შეექმნა ფინანსური პრობლემები და დიდი გაჭირვებით ჩაამთავრეს ჩემპიონატი,გუნდების გაზრდის შემთხვევაში არის შანსი იმის,რომ გაიზარდოს ფინანსურად გაჭირვებული გუნდები(მიუხედავად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის,ზვიად სიჭინავას დაპირებისა).

2)ზვიად სიჭინავამ კი განაცხადა სტადიონების გარემონტებაზე,თუმცა კი ჩემპიონატამდე დარჩენილია ორი თვე,ამ დროში ძალიან ძნელია ახალი სტადიონების გაკეთება,მით უფრო ,რომ საჭიროა მინიმუმ შვიდი სტადიონის კეთილმოწყობა,სათამაშო მინდორის გამოცვლა,საშხაპეების,ტრიბუნების გაკეთება.

      საბოლოო ჯამში ჩემპიონატის რეგლამენტის ცვლილებას უფრო მეტი დადებითი მხარე ახლავს,ასე რო იმედს ვიტოვებ ,რომ 2011–12 წლების ჩემპიონატი გაცილებით საინტერესო,დაძაბული და ლამაზი იქნება,ვიდრე გასული ჩემპიონატები.

 საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა,თბილისის დინამო 2010-11 წლების ეროვნული ჩემპიონატი ჩააგდო,დაასრულა რა სეზონი უტიტულოდ(ზედიზედ მეორეჯერ).გუნდის ხემძღვანელობა საკადრო ცვლილებებს გეგმავს და ეს ცვლილებები უკვე დაიწყო.

ყველაზე აქტუალური გუნდში მთავარი მწვრთნელის პრობლემაა,გასულ ორ სეზონში გუნდს სათავეში კახი კაჭარავა ედგა,თუ პირველი სეზონის არადამაჯერებლი თამაში,შეიძლებოდა აგვეხსნა ფინანსური პრობლემებით და ფეხბურთელების არ ყოფნით,იანვრიდან მოყოლებული გუნდში ფინანსური სიტუაცია აშკარად გამოსწორდა,თყუმცა კი გუნდმა ფეხბურთელების შერჩევის პროცესი აშკარად ჩააგდო,მოყვანილი ფეხბურთელების უმეტესობა გუნდს ვერაფრით დაეხმარა,თბილისელებმა ემტისმეტად უსუსური ფეხბურთი აჩვენეს,რისი გვირგვინიც ბოლო საშინაო შეხვედრის,უპრინციპულეს ემტოქესთან ქუთაისის ტორპედოსთან მარცხი იყო,ამის შემდეგ ფანების გარკვეული ნაწილი უკვე ღიად გამოთქვამდა მწვრთნელისა და რამოდენიმე ფეხბურთელის მიმართ უკმაყოფილებას,რისი შედეგიც სახეზეა,მთავარი მწვრთნელი უკვე აღარაა კახა კაჭარავა და საუბარი მიდის ბევრი ფეხბურთელის გაშვებაზეც.

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა ახალი მწვრთნელის ვინაობა(დღეს ორის ნახევარზე შედგება ოფიციალური პრეზენტაცია),მწვრთნელის სახელი არაფერს გვეუბნება,ალექს გარსია,თუმცა კი მის მოღვაწეობას თუ გადავხედავთ შეიძლება ითქვას ,რომ დინამოს სერიოზული გეგმები აქვს,ალექს გარსია არც ემტი არც ნაკლები საფეხბურთო კლუბ ბარსელონადანა,იგი მუშაობდა კატალონიელთა ახალგაზრდულ კლუბში და ხუთჯერ მოახერხა მათი გაჩემპიონებაც.

მისი მოკლე ბიოგრაფია ასეთია:

ალექს გარსია – დაიბადა 1970 წლის 14 იანვარს. იგი 1990–1993 წლებში “ბარსელონა ბ–ს” ფეხბურთელი გახლდათ, ამის შემდეგ 1993–1994 წლებში “რაიო ვალეიკანოში” თამაშობდა, რომელმაც 22 შეხვედრა ჩაატარა პრიმერა დივიზიონში. მისი კარიერა გაგრძელდა “პალამოსში”, სადაც ერთი წლის განმავლობაში იცავდა ამ გუნდის ღირსებას. 1995-1998 წლებში გარსია სათამაშოდ “კადისში” გადავიდა, რის შემდეგაც ის ერთი წელი “გრანადაში” თამაშობდა და ბოლოს 1999-2000 წლებში “ხიმნასტიკში”.

11 წლის განმავლობში ის პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა, რის შემდეგაც მან “ბარსელონას” ასაკობრივ გუნდებში დაიწყო მწვრთნელად მუშაობა. მან “ბარსელონას” ხუვენილ ა ორჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახადა. ბოლოს კი ის კლუბში იტალიელი და ინგლისელი ფეხბურთელების დაკვირვებას ახორციელებდა.

ალექსს გარსიასთან ერთად,კლუბში მოვიდნენ მარკ ჰუგეტი და მილოშ იევტიჩი,რომლებიც ფიზმომზადებას გაუძღვებიან და ასევე ანდრეს აკრასკო,რომელიც დინამოს საფეხბურთო აკადემიას გაუძღვებიან.

გუნდში მწვრთნელის გარდა,იგიეგმება ახალი ფეხბურთელების მოყვანაც,უკვე ოფიციალურადაა გადაწყვეტილი,რომ გუნდს დაუბრუნდება ახლო წარსულში დინამოს ორი ლიდერი,სანდრო იაშვილი,რომელიც 2006-07 წლების სეზონში,კლუბის ერთპიროვნული ბომბარდირი გახდა და დავით ოდიკაძე,რომელიც 2007-09 წლებში დინამოს ლიდერი და კაპიტანი იყო,გუნდში ასევე ჩაირიცხა რუსთავის ოლიმპის ახალგაზრდა მცველი,გიორგი რეხვიაშვილი.

ეს ყველაფერი,როგორც კლუბში ამბობენ მხოლოდ დასწაყისია,სანდო წყაროებს თუ დავუჯერებთ,თბილისური ფლაგმანი ეპატიჟება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს:ჯაბა კანკავას,მურთაზ დაუშვილს,სანდრო გურულს და ეროვნული ანკრების აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელს ბექა გოცირიძეს,რომელსაც ორი წლისწინდელი მძიმე ავარიის მერე ბევრი დრო გაუცდა,თუმცა კი თავის დროზე უნიჭიერეს ფორვარდათ იტვლებოდა და დიდი შანსია,რომ მცირე დროის ვარჯიშის შემდეგ ძველ ფორმაში ჩადგეს.

თბილისის დინამო,ახალ სეზონში პირველ ოფიციალურ თამაშს 30 ივნისს გამართავს,უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე,მისი მეტოქე 20 ივნისს გაირკვევა.